შარლ მიშელი საქართველოშია
ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი უკვე საქართველოშია. მისი თვითმფრინავი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ცოტა ხნის წინ დაეშვა.
შარლ მიშელს აეროპორტში საქართველოში ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი, საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი, ევროკავშირში საქართველოს ელჩი ნატალი საბანაძე დახვდნენ.
ხვალ, პირველ მარტს შარლ მიშელი სალომე ზურაბიშვილს შეხვდება, რის შემდეგაც მედიისთვის მათი ერთობლივი განცხადებები გაკეთდება.
ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შეხვდება პრემიერ ღარიბაშვილს, პარლამენტის თავმჯდომარეს თალაკვაძეს, ასევე პოლიტიკური პარტიების ლიდერებს.
ევროსაბჭოს პრეზიდენტი ეწვევა საოკუპაციო ხაზს და დაესწრება ევროკავშირის წარმომადგენლობის ახალი ოფისის გახსნას.
შარლ მიშელი საქართველოს 2 მარტს დატოვებს.