ასეთი ვარდნა ეკონომიკაში თენგიზ სიგუას შემდეგ არ ყოფილა - მიხეილ სააკაშვილი
საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი "მთავარი არხის" ეთერში ქვეყანაში ეკონომიკის ვარდნას გამოეხმაურა და თქვა, რომ ისეთი ვარდნა, როგორიც დღეს არის, თენგიზ სიგუას შემდეგ არ ყოფილა.
"-11.5%-იანი ვარდნა აქვს საქართველოს, ასეთი ვარდნა ეკონომიკაში თენგიზ სიგუას შემდეგ არ ყოფილა. ეკონომიკა გაჩანაკდა და განადგურდა და მარტო იმით, რომ ხალხს ყრიან ქვეყნიდან ამას ვერ გადაწყვეტენ. მათი ერთადერთი იმედია, რომ ყველა გაყარონ, რომ არავის ხმის ამოღება არ შეეძლოს",-თქვა მან.შეგახსენებთ, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, იანვარში ეკონომიკის ვარდნა 11,5 % იყო.