28/02/211 200 ნახვა წყარო: ipn.geფოტო: ipn.ge

გრიგოლ გეგელია - შარლ მიშელის ვიზიტი უნდა აღვიქვათ, როგორც დემოკრატიის გადარჩენისა და "ქართული ოცნებისაგან დახსნის მისია

შარლ მიშელის ვიზიტი არის ძალიან მნიშვნელოვანი. იქნება ძალიან ბევრი მკვეთრი მესიჯი და "ქართულ ოცნებას" მოუწევს, რომ მოისმინოს ჩვენი დასავლელი პარტნიორების მკაფიო ნება, - ამის შესახებ „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გრიგოლ გეგელიამ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისივე თქმით, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის საქართველოში ვიზიტი ძალიან სტრატეგიულ მომენტში ხორციელდება.
„ბატონი მიშელის ვიზიტი ხორციელდება ძალიან მნიშვნელოვან დროს, უაღრესად სტრატეგიულ მომენტში, როდესაც წყდება საქართველო შეინარჩუნებს თუ არა თავის დემოკრატიულ ხასიათს და თუ როგორი იქნება საქართველოს საერთაშორისო იმიჯი, საშინაო სტაბილურობა და როლი აი, ამ ძალიან რთულ მომენტში მთელი რეგიონისათვის. ბატონი მიშელის ვიზიტი უნდა აღვიქვათ, გარკვეულწილად, როგორც დემოკრატიის გადარჩენის მისიაც და მისი დახსნის მისიაც "ქართული ოცნებისაგან". ჩვენ ძალიან დიდი იმედით ველით, რომ ეს კრიზისი გადაიჭრება და ბატონი მიშელის ვიზიტი ამაში შეიტანს მნიშვნელოვან როლს.
ჩვენ გვახსოვს გასულ კვირაში გაკეთებული ძალიან მკაფიო და მკვეთრი განცხადებები საერთაშორისო პარტნიორებისგან, ჩვენ გვახსოვს, რომ ამერიკის შეერთებული შტატების სენატით და კონგრესით დაწყებული ფაქტობრივად ყველა მნიშვნელოვანი ევროპული სახელმწიფოს საგარეო უწყებები, გამოცემები და ექსპერტები ყველანი ერთად იუწყებიან იმის თაობაზე, რომ დღეს ქართული დემოკრატია არის გარდაცვალების პირას და ამით არის ბედნიერი ერთადერთი ადამიანი - ვლადიმერ პუტინი.
ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ იქნება ძალიან მკაფიო და მკვეთრი საუბარი იმის თაობაზე, თუ როგორ უნდა გადაიჭრას ეს კრიზისი და დარწმუნებულები ვართ, რომ ბატონი მიშელი ნათლად გააჟღერებს ჩვენი დასავლელი პარტნიორის და მეგობრის პოლიტიკურ ვნებას, რომელიც არის ის, რომ პირველი - უნდა შეწყდეს პოლიტიკურად მოტივირებული მართლმსაჯულება და ქართული დემოკრატია უნდა გათავისუფლდეს ამ ფსევდოდემოკრატიული წნეხისგან, უნდა დაიშვას ახალი რიგგარეშე არჩევნები, რათა გადავტვირთოთ ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული სისტემა და ადამიანებს მივცეთ შანსი, რომ აირჩიონ საკუთარი მომავალი თავისი თავისუფალი ნებით. შესაბამისად, ბატონი მიშელის ვიზიტი არის ძალიან მნიშვნელოვანი. იქნება ძალიან ბევრი მკვეთრი მესიჯი და "ქართულ ოცნებას" მოუწევს, რომ მოისმინოს ჩვენი დასავლელი პარტნიორების მკაფიო ნება“, - განაცხადა გრიგოლ გეგელიამ.
ცნობისთვის, ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი საქართველოს 28 თებერვალს ეწვევა. 1-ელ მარტს შარლ მიშელი საქართველოს პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს შეხვდება, რის შემდეგაც მათი ერთობლივი განცხადებები გაკეთდება პრესისთვის.
ევროპული საბჭოს პრეზიდენტი ასევე შეხვდება პრემიერ-მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, არჩილ თალაკვაძეს, ასევე პოლიტიკური პარტიების ლიდერებს.

share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 60

საქართველოს საელჩო ამერიკის შეერთებულ შტატებში

(202) 387-0864
Washington, D.C.
  • 60

SOPHIE KVANTALIANI

(908) 240-2610
, NJ
  • 80

Dali Khokhobashvili

(347) 628-0818
Brooklyn, NY
  • 0

წმ.გრიგოლ ხანძთელის სახელობის ეკლესია

(224) 650-0238
Manville, NJ
  • 100

TONE CAFÉ

(718) 332-8082
Brooklyn, NY