26/02/202 253 ნახვა წყარო: ipn.geფოტო: ipn.ge

გიორგი ვაშაძე - გარანტიას ვაძლევ „ქართულ ოცნებას“, რომ ძვლებში დავანგრევთ ნებისმიერ რაიონში

მთავრობის, ოპოზიციისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლების შეხვედრას „ახალი საქართველოს“ თავმჯდომარე გიორგი ვაშაძე ეხმაურება და აცხადებს, რომ გაერთიანებულ ოპოზიციაში მაჟორიტარების სახელებსა და გვარებზე მსჯელობა არ ყოფილა, ამიტომაც 4 აპრილს აუცილებლად გახდება ცნობილი მათი სახელები და გვარები. ვაშაძის განცხადებით, მსგავსი სიუჟეტების გაკეთებით ოპოზიციაში განხეთქილება არ წარმოიქმნება.
„მე დიდ მნიშვნელობას საერთოდ არ მივანიჭებდი ამ სიუჟეტს. მთავარი არის: პირველი - ოპოზიცია შეთანხმდა, რომ საპარლამენტო არჩევნებზე საერთო მაჟორიტარები გვეყოლება, მეორე – სახელებზე და გვარებზე ჯერჯერობით მსჯელობა არ ყოფილა და 4 აპრილს აუცილებლად გამოცხადდება სახელებიც და გვარებიც. მესამე – ეს თუნდაც ამ ტიპის სიუჟეტის გაკეთება, ოპოზიციაში განხეთქილებას ვერ შეიტანს და პირადად მე პირობას ვაძლევ თითოეულ მოქალაქეს, ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ გაერთიანებულმა ოპოზიციამ ერთიანობა შეინარჩუნოს, რადგან ეს არის გამარჯვების ფორმულა და არა დაშლა და ერთმანეთის წინააღმდეგ საუბარი. რაც შემეხება მე, მზად ვარ საერთო გადაწყვეტილება თუ იქნება მაჟორიტარად დავდგე საქართველოს ნებისმიერ რაიონში და გარანტიას ვაძლევ „ქართულ ოცნებას“ , რომ ძვლებში დავანგრევთ ნებისმიერ რაიონში”, - აცხადებს გიორგი ვაშაძე.

share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 60

OLGA GORELIK

(718) 596-8888
Brooklyn, NY
  • 100

Givi Kutidze

(248) 454-1057
Bloomfield Twp, MI
  • 100

Tatiana Aristova, Esq.

(215) 355-9095
FEASTERVILLE-TREVOSE, PA
  • 0

საქართველოს საელჩო ამერიკის შეერთებულ შტატებში

(202) 387-0864
Washington, D.C.
  • 100

ია შუბითიძე

(706) 242-7354
Cumming, GA