ჟურნალისტებზე თავდასხმები მიუღებელი, ამის შეგუება კი დაუშვებელია - აშშ-ს საელჩო სანაიაზე
ჟურნალისტ, ვახო სანაიაზე მომხდარ თავდასხმას საქართველოში ამერიკის საელჩო ეხმაურება და წერს, რომ ჟურნალისტებზე თავდასხმები მუღებელია და მათთან შეგუება დაუშვებლი.
"აშშ-ის საელჩო გმობს ჟურნალისტ ვახო სანაიასა და მის ოჯახზე თავდასხმას. ჟურნალისტებზე თავდასხმები მიუღებელია და მათთან შეგუება დაუშვებელია.
მოვუწოდებთ ხელისუფლებას, აღნიშნულ საქმესთან ერთად, სრულად გამოიძიონ ჟურნალისტებზე ძალადობის სხვა გაუხსნელი საქმეები", - წერს აშშ-ს სალეჩო.