სენატორი მენენდესი: იმედგაცრუებული ვარ საქართველოში დემოკრატიის უკუსვლით
აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ბობ მენენდესი იმედგაცრუებულია საქართველოში დემოკრატიის უკუსვლით. ამის შესახებ რესპუბლიკელი სენატორი ტვიტერზე წერს.
მენენდესის თანახმად, პოლიტიკური უთანხმოება ძალით, ან აგრესიით არასდროს უნდა წყდებოდეს: „როგორც ქართველი ხალხის მეგობარი, მოგიწოდებთ, დაუბრუნდეთ მშვიდობიან პოლიტიკურ დიალოგს".
საქართველოში ბოლო საპარლამენტო არჩევნების შემდეგ შექმნილი პოლიტიკური კრიზისი "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის, ნიკა მელიას დაპატიმრებამ გაამწვავა.
საპოლიციო ძალებმა მელია 23 თებერვალს დააკავეს "ნაციონალური მოძრაობის" ოფისში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად. შენობაში მყოფთა დასაშლელად ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს. მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავეს 21 პირი. სამედიცინო დახმარება დასჭირდა 17-ს.
შსს-ს თბილისის საქალაქო სასამართლომ დაავალა ნიკა მელიასთვის 17 თებერვალს შეფარდებული პატიმრობის გადაწყვეტილების აღსრულება.

-
1 საათზე, 21 სექ
-
12 საათზე, 21 სექ
-
12 საათზე, 21 სექ
-
12 საათზე, 21 სექ
-
12 საათზე, 21 სექ
-
9 საათზე, 20 სექ
-
21 სექტემბერი
-
21 სექტემბერი
-
20 სექტემბერი
-
20 სექტემბერი
-
20 სექტემბერი
-
20 სექტემბერი
-
20 სექტემბერი
-
20 სექტემბერი
-
20 სექტემბერი
-
20 სექტემბერი
-
20 სექტემბერი
-
20 სექტემბერი