25/02/21900 ნახვა წყარო: mtavari.tvფოტო: mtavari.tv

მთავრობის წევრები იუნკერთან მემორიალთან მივიდნენ - ადგილზე მცირე დაპირისპირება იყო

ცოტა ხნის წინ,  საქართველოს პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, პარლამენტის თავმჯდომარესთან, თავდაცვის მინისტრთან და ქალაქის მერთან ერთად კოჯორში იუნკერთან მემორიალთან მივიდა. 
ადგილზე იმყოფებოდნენ ოპოზიციის წარმომადგენლები და სამოქალაქო აქტივისტებიც. მათ პარლამენტის თავმჯდომარე შეძახილებით "სირცხვილია" გააცილეს და უთხრეს, რომ ის "არჩილ გავრილოვია". "მოძრაობა საქართველოსთვის" წევრი, კახა კვეკვესკირი ამბობს, რომ მემორიალთან გვირგვინის მისატანად არ მიუშვეს, რადგან ჯერ მთავრობის წევრებს ელოდებოდნენ, შემდეგ კი მათ ბრიფინგს.
"ეს დღე გვახსენებს კიდევ ერთხელ იმას, რომ ჩვენი ქვეყანა, მიუხედავად იმისა, რომ არის დროებით ოკუპირებული, ჩვენი გზა გადის ჩვენი ქვეყნის გაძლიერებაზე, დემოკრატიაზე, ეკონომიკურ განვითარებაზე და კეთილდღეობაზე, ეს არის გზა, რომელიც საბოლოო ჯამში მიგვიყვანს ჩვენი ქვეყნის გაერთიანებაზე. რა თქმა უნდა, ჩვენი ქვეყნის საერთო ამოცანა და მიზანი უნდა იყოს ჩვენი ერის, ხალხის და ქვეყნის გაერთიანება", - თქვა ირაკლი ღარიბაშვილმა. 
პრემიერს პოლიტიკურ თემებზე კითხვებისთვის არ უპასუხია. 
"100 წლის შემდეგ დღეს საქართველო არის სუვერენული სახელმწიფო თუმცა გრძელდება ჩვენი ტერიტორიების ოკუპაცია და მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი წინაპრების მიერ დაწყებულ საქმეს - ბრძოლას თავისუფლებისთვის ჩვენ მივიყვანთ ბოლომდე, მშვიდობიანად, დემოკრატიული განვითარებით, ეკონომიკის გაძლიერებით ჩვენ საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად საქართველო გამთლიანდება", - თქვა არჩილ თალაკვაძემ. 
მისი თქმით, დღეს ხელოვნურად აღმართული მავთულხლართები აუცილებლად დაინგრევა. 
share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 60

Sendex

(929) 442 1252
Brooklyn, NY
  • 100

TONE CAFÉ

(718) 332-8082
Brooklyn, NY
NO IMAGE
  • 60

ლია ბარნაბიშვილი

(718) 490 3179
,
  • 100

Eti Saladze

(718) 305-1606
Brooklyn, NY
  • 60

Max Chania REALTOR

(215) 776-7093
Jenkintown, PA