24/02/211 318 ნახვა წყარო: ipn.geფოტო: ipn.ge

ოპოზიცია სანქციების დაწესებას პოლიტიკოსებისთვის, პოლიციის მაღალჩინოსნებისთვის, პროკურორებისა და მოსამართლეებისთვის ითხოვს

ოპოზიცია ნიკა მელიას დაჭერის გამო, სანქციების დაწესებას არა მხოლოდ პოლიტიკოსებისთვის, არამედ პოლიციის მაღალჩინოსნებისთვის, პროკურორებისთვის და მოსამართლეებისთვის ითხოვს. ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ხატია დეკანოიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
როგორც დეკანოიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, სანქციების დაწესება აუცილებელია ყველა იმ ადამიანისთვის, ვინც მისივე განმარტებით, „კანონის უზენაესობას ხელს უშლის“.
„ამაზე მქონდა გუშინ საუბარი ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან. ასეთი სანქციები კონკრეტული ადამიანებისთვის არის აუცილებელი. კონკრეტული გვარები იქნება გამოაშკარავებული“, - განაცხადა დეკანოიძემ.
რაც შეეხება მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის დიალოგის პერსპექტივას, დეკანოიძე აცხადებს, რომ ოპოზიციის წინადადება უცვლელია - გათავისუფლდეს ნიკა მელია, შესრულდეს 8 მარტის შეთანხმება და დაინიშნოს რიგგარეშე არჩევნები.
„ჩვენი წინადადება საერთაშორისო პარტნიორების მეშვეობით მათ შორის საჯაროდ, დიდი ხანია გადაცემული აქვს ხელისუფლებას, რომელიც რეალურად არის ჩიხში. ამის იქეთ არის უფსკრული და ჩვენ ამაზე ვაფრთხილებდით ხელისუფლებას, რომ არ შეიძლება მთავარი ოპოზიციური ძალის ლიდერის დაკავება და ძალისმიერი შტურმი შენობაზე. ჩვენი წინადადება, რომლიც საჯაროდ გადავეცით საერთაშორისო პარტნიორებს არის შემდეგი - გათავსუფლდეს ნიკა მელია და საუბარი დაიწყოს ვადამდელ და რიგგარეშე არჩევნებზე. ეს არის ის ძირითადი პირობა, რომელსაც ჩვენ ვაყენებთ. რა თქმა უნდა, ვადამდელი და რიგგარეშე არჩევნები ჩატარდეს ახალი წესებით და 8 მარტის შეთანხმება ბოლომდე უნდა შესრულდეს, რაც გულისხმობს გიორგი რურუას გათავისუფლებას. სხვა რაიმე სახის ფორმულირებები და ფორმულა არ განიხილება. ამაზე ვისაუბრეთ გუშინ“, - განაცხადა დეკანოიძემ.
მისივე თქმით, პრემიერ-მინისტრის ტონი საერთაშორისო პარტნიორებისთვის მიუღებელია.
„მე არ მაინტერესებს ღარიბაშვილის არც ტონი და არც დამოკიდებულება. მთავარია, ის ტალღა საერთაშორისო პარტნიორების, რომლებიც გამოხატავენ არა მხოლოდ შეშფოთებას, არამედ რეალურ ღონისძიებებზე ფიქრობენ. შემდეგ ნაბიჯი ეს იქნება სანქციები, რაც, რა თქმა უნდა, გულისხმობს იმას, რომ საქართველოში არა მხოლოდ დემოკრატია, საქართველოს მომავალია საფრთხის ქვეშ. ამიტომ ჩვენთვის ახლა ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყნის გადასარჩენდ და არა მხოლოდ პოლიტიკური კრიზისის განმუხტვისთვის გათავისუფლდეს ნიკა მელია და დაიწყოს რიგგარეშე არჩევნების ვადებზე მსჯელობა. გუშინ რაც მოხდა ამ შენობაში, ვგულისხმობ ადამიანების მოწამვლას, მათზე ძალადობას, პოლიტიკური ლიდერების მოწამვლას და შენობაში მხუთავი და წიწაკის გაზის გამოყენებას, რომელიც არ შეიძლება არცერთი კონვენციით, ეს გულისხმობს იმას, რომ „ქართული ოცნების“ დამოკიდებულება, ზიზღის ტონი და ღარიბაშვილის დანიშვნის შემდეგ აგრესიული ტონი არის ის, რაც ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს მიაჩნიათ მიუღებლად. რა თქმა უნდა, არაპროპორციული იყო ძალა და ეს დადასტურდა სახალხო დამცველის მიერაც. არაპროპორციული იყო იმ მხრივაც, რომ მთავარი ოპოზიციური ძალის შენობაზე შტურმი არ უნდა მიიტანო, ასევე არაპროპორციული იყო იმით, რომ გამოიყენეს მხუთავი და წიწაკის გაზი შენობაში, იძალადეს ქალებზე და დაწამლეს პოლიტიკური ძალის ლიდერები. ის სურათი, რაც საერთაშორისო პრესაში და ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების წინაშეა წარმოუდგენლად მძიმეა ქვეყნისთვის“, - განაცხადა დეკანოიძემ.

share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 60

Tatyana Edwards-Behar

(619) 699-5875
San Diego, CA
  • 80

Oda House

(646) 998-5152
New York, NY
  • 100

DudAna

(718) 864-2140
Forest Hills, NY
  • 60

Larisa Tenberg

(215) 713-6464
PHILADELPHIA, PA
  • 80

Irine Javakhadze

(215) 519-5678
Southampton, PA