24/02/21870 ნახვა წყარო: mtavari.tvფოტო: mtavari.tv

დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს რურუა და მელია, შეწყდეს პროვოკაციები - კონგრესმენები

ამერიკელი კონგრესმენები, ჯიმ რიში, ჯინ შაჰინი, ადამ კინზინგერი და ჯერი კონოლსი საქართველოში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას აქვეყნებენ.  ისინი მოუწოდებენ ყველა პარტიას, შეწყვიტონ პროვოკაციები, ხელისუფლებას კი ყველა პოლიტპატიმარის, მათ შორის გიორგი რურუას და ნიკა მელიას გათავისუფლებას სთხოვენ.
"საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილება ნაციონალური მოძრაობის სათაო ოფისის ძალადობრივი დარბევა და მისი ლიდერის, ნიკა მელიასა და ათობით აქტივისტის დაპატიმრება ძალიან შემაშფოთებელია.
საქართველოს სამართალდამცავი ორგანოებისა და სასამართლო სისტემის კორუმპირებული გამოყენება პოლიტიკურად მოტივირებული ქმედებების განხორციელებისთვის საფრთხის უქმნის იმას, რაც საქართველოს დარჩა დემოკრატისა და ევროატლანტიკური გზისგან. ჩვენ მოვუწოდებთ დაუყოვნებლივ გაათავისუფლონ ყველა პოლიტპატიმარი, მათ შორის ბატონი მელია და გიორგი რურუა. საქართველოში ყველა პოლიტიკურმა პარტიამ უნდა შეწყვიტოს პროვოკაციები და მოლაპარაკება დაიწყონ ამ კრიზისის მშვიდობიანი მოგვარების შესახებ", - წერია განცხადებაში.
share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება
Georgian Bread