ახალი, დემოკრატიული არჩევნები შეიძლება გამოსავალი იყოს - EPP
ევროპის სახალხო პარტია (EPP) ტვიტს ავრცელებს, რომელშიც ვკითხულობთ, რომ პოლიტიკური კრიზისიდან გამოსასვლელი გზა შესაძლოა ახალი არჩევნების დანიშვნა იყოს.
"ნიკა მელიას დაკავება და ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტიის ოფისში შეჭრა დემოკრატიაზე თავდასხმაა. ოპონენტების დევნა უნდა შეწყდეს, გადაუდებელი საჭიროებისაა დეესკალაცია და პოლიტიკური დიალოგის აღდგენა. ახალი, დემოკრატიული არჩევნები შეიძლება გამოსავალი იყოს", - წერია ტვიტში.