22/02/21518 ნახვა წყარო: mtavari.tvფოტო: mtavari.tv

ვადამდელი არჩევნები დაიდოს - აქცია ღარიბაშვილის კაბინეტის დამტკიცების წინ

"ვადამდელი არჩევნები დაიდოს" - ამ წარწერით ბანერი "მშვიდობის ხიდზე" უკვე გამოჩნდა. აქციის ორგანიზატორი "მოძრაობა საქართველოსთვისაა", რომელიც ირაკლი ღარიბაშვილისა და "ქართული ოცნებისგან" ვადამდელი არჩევნების დანიშვნას მოითხოვს. 
"როგორც იცით, უკვე თითქმის 90 დღეა ვითხოვთ ვადამდელი საპარლამენტო არჩვენების ჩანიშვნას, ამას ვითხოვთ პარლამენტის ცენტრალურ შესასვლელთან გაშლილი კარავითაც. ეს არის ჩვენი უმთავრესი მოთხოვნა, ამ მოთხოვნისთვის ვართ გაერთიანებული არაერთი არასამთავრობო ორგანიზაცია", - თქვა აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა ლაშა ხუსკივაძემ. 
რაც შეეხება აქციის კიდევ ერთ ორგანიზატორს, გიორგი მუმულაძეს, მისი განცხადებით, ირაკლი ღარიბაშვილის მთავრობის დამტკიცება აბსურდია და საბოლოოდ, მაინც ქართველი ხახლი გაიმარჯვებს.
შეგახსენებთ, რომ პარალამენტი ირაკლი ღარიბაშვილის მთავრობას კენჭს დღეს, 22 თებერვლას უყრის.
share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება
Georgian Bread