21/02/211 332 ნახვა წყარო: mtavari.tvფოტო: mtavari.tv

ეს შენობა უნდა აეღოთ უკანა ეზოდან, მხუთავი აირი და აქ მოდიოდნენ რობოკოპები - ნიკა გვარამია

ნიკა გვარამიას ინფორმაციით, ხელისუფლებას ენმ-ს ოფისის შტურმი გადაწყვეტილი ჰქონდა და ეს გადაწყვეტილება პირადად ბიძინა ივანიშვილმა მიიღო. როგორც "მთავარი არხის" გენერალური დირექტორი ამბობს, შტურმს მთლიანად მხარს უჭერდნენ პარტიის ის წევრები, რომლებმაც გიორგი გახარიას გადადგომის შემდეგ ბრიფინგი გამართეს - ირაკლი კობახიძე, მამუკა მდინარაძე....
ნიკა გვარამიას ინფორმაციით, ქართული ოცნების პარტიულმა სახეებმა მსხვერპლის შესაძლებლობა დაუშვეს, ხოლო ამ ყველაფრის საწინააღმდეგო აზრი გიორგი გახარიამ, შს მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა და კახა კალაძემ დააფიქსირეს: 
დაიწყეს შტურმის დეტალების განხილვა. უნდა აღებულიყო ეს შენობა, უკანა ეზოს მხრიდან. უნდა მომხდარიყო შემტვრევა და არც მეტი არც ნაკლები მხუთავი აირის გამოყენება. ამის შემდეგ დაიწყებოდა პანიკა და აქ მოდიოდნენ რობოკოპები...აქ აუცილებლად იქნებოდა მსხვერპლი და ეს იკითხა ბატონმა გახარიამ. ამაზე თავისი ნეგატიური აზრი დააფიქისრა შს მინისტრმა და მათ შორის კალაძემ. ამაზე პასუხი იყო, შესაძლებელია, მაგრამ ამ ფაქტს უნდა შევეგუოთ"- ამბობს ნიკა გვარამია.
მისივე ინფორმაციით, ენმ-ს ოფისის შტურმით აღების სპეცოპერაცია დაგეგმილია, ახლაც ძალაშია და ირაკლი ღარიბაშვილი მას აუცილებლად მოიყვანს სისრულეში. გარდა ამისა, ნიკა გვარამიას ინფორმაციით, გახარიას გადადგომის შემდეგ, ღარიბაშვილის დასახელებამდე, პრემიერად კახა კალაძის კანდიდატურაც განიხილებოდა, თუმცა მას უარი უთხრეს:
ბატონ კალაძეს უთხრეს, რომ მისი ადგილი ეხლა პრემიერმინისტრის სავარძელში არ არის, იმიტომ, რომ ახლა ოცნება გადადის შტურმზე და არამხოლოდ ამ პარტიის ოფისის, არამედ მთლიანად ოპოზციის შტურმზე და დაჭერებზე"- ამბობს ნიკა გვარამია "მთავარ აქცენტებში"
მისივე ინფორმაციით, მას შემდეგ, რაც ხელისუფლება თავის გეგმას სისრულეში მოიყვანს და ენმ-ს ოფისზე შტურმს მიიტანს, მოსალოდნელია, რომ თანამდებობებს დატოვებენ კახა კალაძე, ვახტანგ გომელაური და პარლამენტის თავმჯდომარე თალაკვაძე.
share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 40

წმ. დავითის სახელობის მონასტერი

Hanover Township, PA
  • 80

Guest House Restaurant

(718) 891-3111
Brooklyn, NY
  • 100

Gzavnili

(718) 676-0022
Brooklyn, New York
  • 0

PA Auto Inspection

(215) 259-7500
Philadelphia, PA
  • 80

Greg Prosmushkin

(215) 543-7220
PHILADELPHIA, PA