25/02/201 815 ნახვა წყარო: ipn.geფოტო: ipn.ge

ინფექციურ საავადმყოფოში დაკვირვების ქვეშ ოთხი პაციენტი რჩება, მათგან ერთს ტემპერატურა უფიქსირდება

ინფექციურ საავადმყოფოში მყოფი ცხრა პაციენტიდან ხუთს კორონავირუსი ლაბორატორიულად არ დაუდასტურა და ისინი სახლში გაწერეს. მათგან ორი ირანის, ხოლო დანარჩენები საქართველოს მოქალაქეები არიან, რომელებმაც იტალიაში ან ირანში იმოგზაურეს.
ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო პრაქტიკული ცენტრის დირექტორის თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, კლინიკაში ამ დროისთვის მყოფი ოთხ პაციენტიდან ტემპერატურა მხოლოდ ერთს უფიქსირდება.
"24-25 თებერვალს შემოვიდა ცხრა პაციენტი, მათგან ოთხი შემოვიდა გუშინ და ხუთი დღეს. ცხრა პაციენტიდან ორი იყო ირანის მოქალაქე, ირანელი, ყველა დანარჩენი საქართველოს მოქალაქე. საავადმყოფოში დარჩენილ საქართველოს ოთხ მოქალაქეს უტარდება რენტგენოლოგიური და სხვა ლაბორატორიული გამოკვლევები. დარჩენილი ოთხი მოქალაქიდან, მხოლოდ ერთს აქვს ტემპერატურა, დანარჩენ სამს არა და მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. საბოლოო პასუხის გაცემა ჩვენ შეგვიძლია, ლუგარის ლაბორატორიიდან პასუხების მიღების შემდეგ. ის ოთხი ადამიანი, რომელიც საავადმყოფოში რჩება, ჩვენი მონაცემებით არ ჰგავს კორონავირუსით ინფექციას, მაგრამ ვაგრძელებთ დაკვირვებას და მკურნალობას“,-განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.
ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო პრაქტიკული ცენტრის დირექტორის თენგიზ ცერცვაძის თქმით, დღეს საქართველოში ის ზომები ტარდება, რაც რეკომენდირებულია ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ.
ასევე, მისი თქმით, ინფექციის გავრცელების რისკი ძალიან დიდია, თუმცა საქართველო კვლავ რჩება დაბალი რისკის ზონად.

share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 100

DudAna

(718) 864-2140
Forest Hills, NY
NO IMAGE
  • 100

ლია ბარნაბიშვილი

(718) 490 3179
,
  • 80

Greg Prosmushkin

(215) 543-7220
PHILADELPHIA, PA
  • 40

Shalva Ketsbaia

(347) 543 2282
,
  • 60

HM Cabinets

(609) 240 6277
West Windsor, NJ