25/02/201 093 ნახვა წყარო: ipn.geფოტო: ipn.ge

აზერბაიჯანში 23 ადამიანი კორონავირუსზე ეჭვის გამო, კარანტინში მოათავსეს

აზერბაიჯანში 20-ზე მეტი ადამიანი, კორონავირუსზე არსებული ეჭვის საფუძველზე, კარანტინში მოათავსეს. ამის შესახებ აზერბაიჯანის ჯანდაცვის სამინისტროსა და აუცილებელი სამედიცინო დაზღვევის სააგენტოს ერთობლივ განცხადებაშია აღნიშნული.
„23-მა ადამიანმა, რომლებიც ირანში იმ ტერიტორიებზე იმყოფებოდნენ, სადაც კორონავირუსია გავრცელებული, ჯალილაბადის კლინიკურ საავადმყოფოს მიმართეს, რომლებსაც ეჭვი კორონავირუსზე აქვთ. პირველადი შემოწმების შედეგად, ორ მათგანს მაღალი სიცხე აღენიშნებოდა. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა ნორმალურია. კარანტინის ბოლომდე ექიმები დააკვირდებიან“, - ნათქვამია განცხადებაში.
უწყება მოქალაქეებს მოუწოდებს, დელიკატურად მიუდგნენ პრობლემას და ნუ დაეყრდნობიან სოციალურ ქსელებში აჟიოტაჟის შესაქმნელად გავრცელებულ ინფორმაციას.
ირანის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ ქიანუშ ჯაჰანპურის განცხადებით, ქვეყანაში კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობამ 95-ს მიაღწია, რომელთაგან 15 დაიღუპა.

share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

NO IMAGE
  • 100

ლია ბარნაბიშვილი

(718) 490 3179
,
  • 0

Alena Shautsova

(917) 885-2261
BROOKLYN, NY
  • 0

GFlex

(322) 052704
Tbilisi,
  • 100

Gzavnili

(718) 676-0022
Brooklyn, New York
  • 100

Tatiana Aristova, Esq.

(215) 355-9095
FEASTERVILLE-TREVOSE, PA