20/02/21951 ნახვა წყარო: netgazeti.geფოტო: netgazeti.ge

გახარიამ ერთ დღეში გაფლანგა და წყალს გაატანა მის მიმართ ნდობა — სუბარი

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, სოზარ სუბარის თქმით, გიორგი გახარიას თანამდებობიდან გადადგომა გაუგებარი და შეუწყნარებელი გადაწყვეტილება იყო. ამის შესახებ მან ტელეკომპანია “იმედის” ეთერში ისაუბრა.
მისი თქმით, გაუგებარია, რატომ გადადგა გახარიამ ნიკა მელიას საქმის გარშემო განვითარებული მოვლენების გამო ეს ნაბიჯი, როცა ის “განსაკუთრებით რადიკალური და პრინციპული იყო” იმ საკითხში, რომ ენმ-ის ლიდერისთვის სადეპუტატო იმუნიტეტი უნდა მოეხსნათ.
„ამ პერიოდში წასვლა, ამ ფორმით იყო დამაზიანებელი და შეუწყნარებელიც. ამას სახელს ვერ ვარქმევ. არ შეიძლება ასეთი რამის გაკეთება გუნდის წევრისგან და ლიდერისგან. არ უნდა მოიქცეს ადამიანი ასე. არ არის სწორი ასეთი საქციელი და მორჩა, დამთავრდა”, — თქვა მან.
ჟურნალისტის კითხვას, როგორც შეაფასებს გახარიას პრემიერობის პერიოდს, სუბარმა ასე უპასუხა:
“რაც შეეხება როგორც პრემიერს, არჩევნები ახალი ჩავლილია, მე ვიყავი მაჟორიტარობის კანდიდატი სამგორში და ყველგან, სადაც მივდიოდი, მხვდებოდა ის, რომ გიორგი გახარიას მიმართ ნდობა არსებობდა და ძალიან დადებითად მოქმედებდა ჩემს, როგორც მაჟორიტარის საარჩევნო კამპანიაზე.
უბრალოდ, მას შეეძლო, ეს ნდობა გამოეყენებინა ქვეყნისთვის სასარგებლოდ. [თუმცა] მგონია, რომ ერთ დღეში, წამში გაფლანგა და წყალს გაატანა მის მიმართ ნდობა. არ ვიცი, რამდენად ღირდა, ამის სანაცვლოდ მოეპოვებინა მას ხუხაშვილის და კვესიტაძის შექება”.
share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 80

Givi Kutidze

(248) 454-1057
Bloomfield Twp, MI
  • 0

GFlex

(322) 052704
Tbilisi,
  • 100

SOPHIE KVANTALIANI

(908) 240-2610
, NJ
  • 100

Dali Khokhobashvili

(347) 628-0818
Brooklyn, NY
  • 100

Barami

(201) 333-2200
, NY, NJ, DE, CA