25/02/203 774 ნახვა წყარო: accentnews.geფოტო: accentnews.ge

ზახაროვა - "ქართველი ჟურნალისტების სტილია - სააკაშვილი, რომელიც რუსული ავიაციის იერიშის დროს მიწაზე ეცემა" “

რუსეთის საგარეო სამქეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენელი მარია ზახაროვა ქართველ ჟურნალისტებსა და მინისტრ სერგეი ლავროვს შორის დღეს ჟენევაში მომხდარ ინციდენტს სოციალურ ქსელში ეხმიანება და ქართული მედიის წარმომადგენლებს, რომელთაც "მემად" მოიხსენიებს, „რუსულ დელეგაციაზე თავდასხმაში“ ადანაშაულებს.
„ქართველმა ჟურნალისტებმა ( და ეს კი უკვე მემია) ჟენევაში, გაერო–ს განყოფილებაში რუსულ დელეგაციაზე თავდასხმა განახორციელეს. გადაადგილება შეუძლებელი იყო. ყვიროდნენ, ხელს გვკრავდნენ, ძიძგილაობდნენ მინისტრამდე მიღწევის მცდელობაში. გვიწევდა, გვერდზე გაგვეწია ყოველგვართავმოყვარეობადაკარგული ქალები, რათა წინ წაგვეწია. არადა, იცით, რა სჭირდებოდათ? – ვერც კი დაიჯერებთ! ერთი კითხვა: ჩავა თუ არა ლავროვი თბილისში? ეს უკვე რაღაც ჭკუიდან გადასვლაა, ესოდენ დამოკიდებული გახადო საკუთარი თავი შენს ქვეყანაში სხვა ქვეყნის წარმომადგენლის ჩასვლა–არჩასვლაზე. საწყალობელი სანახაობაა. მე და კოლეგები გადავრჩით, მაგრამ შეფი დაგვიზარალდა )))))) ყველაზე სახასიათო ისაა, რომ ლავროვისთვის კითხვების რუსულად დასმისას ინგლისურად ყვიროდნენ „Don’r Touch Me”. ეს არის სტილი “სააკაშვილი, რომელიც რუსული ავიაციის იერიშის დროს მიწაზე ეცემა“, – წერს მარია ზახაროვა სოციალურ ქსელში.
ცნობისთვის: მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრები დღეს შვეიცარიაში გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოს 43-ე სესიას ესწრებიან.

share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 60

Юрий Прахин

(718) 946-5099
Brooklyn, NY
  • 0

Alena Shautsova

(917) 885-2261
BROOKLYN, NY
  • 80

Oda House

(646) 998-5152
New York, NY
  • 0

GFlex

(322) 052704
Tbilisi,
  • 60

Zurab Kvantrishvili

(267) 912-7987
, PA