25/02/201 440 ნახვა წყარო: netgazeti.geფოტო: netgazeti.ge

ევროსაბჭოს მინისტერიალი შესაძლოა თბილისში არ ჩატარდეს

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკალიანის თქმით, ხვალ, 26 თებერვალს სტრასბურგში დაგეგმილ ევროპის საბჭოს მინისტრთა მოადგილეების შეხვედრაზე გადაწყდება, სად ჩატარდება მაისში დაგეგმილი მინისტერიალი.
ზალკალიანის თქმით, ევროპის საბჭოში მიმდინარე შეხვედრებისას განიხილავენ მინისტერიალის ისე ჩატარების ყველა შესაძლო ვარიანტს, რომ არასასურველი სცენარების განვითარება თავიდან იქნას აცილებული.
“ხვალ იქნება საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული მინისტერიალის ჩატარების ადგილთან დაკავშირებით. ამიტომ მე დღეს კომენტარს ამასთან დაკავშირებით არ გავაკეთებ, რადგანაც ჩვენ უნდა დაველოდოთ ხვალინდელ გადაწყვეტილებას. ვიცი, რომ ძალიან დიდი მოლოდინია და ხვალინდელი გადაწყვეტილების შემდეგ მექნება შესაძლებლობა, საზოგადოებას განვუმარტო ყველაფერი”, – განაცხადა დავით ზალკალიანმა საზოგადოებრივ მაუწყებელთან საუბარში ჟენევაში.
მან არ უპასუხა კითხვას, სტრასბურგსა და თბილისს შორის არის თუ არა არჩევანი.

share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 80

Ana Kulua

(215) 796-2975
Huntingdon Valley, PA
  • 60

Юрий Прахин

(718) 946-5099
Brooklyn, NY
  • 100

SOPHIE KVANTALIANI

(908) 240-2610
, NJ
  • 60

GBM Truck Service

(973) 527-3620
Stanhope, New Jersey
  • 80

წმ. დავითის სახელობის მონასტერი

Hanover Township, PA