17/02/21976 ნახვა წყარო: mtavari.tvფოტო: mtavari.tv

მალევე გაიაზრეთ, რომ უკან უნდა დაიხიოთ - ნიკა მელია ხელისუფლებას

"ძალიანაც რომ მინდოდეს, ვერაფრით დაგეხმარებით, მალევე გაიაზრეთ, რომ უკან უნდა დაიხიოთ", - ენმ-ის ლიდერმა ნიკა მელიამ ხელისუფლებას "მთავარი არხის" საგანგებო ეთერით, პარტიის ოფისიდან მიმართა, სადაც ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებთან და მხარდამჭერებთან ერთად ღამე გაათია. 
ენმ-ის ოფისში მყოფი ნიკა მელიას მხარდასაჭერად მოქალაქეებმა და ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებმა მას შემდეგ დაიწყეს შეკრება, რაც საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა და ნიკა მელიას გირაო უფრო მკაცრი აღკვეთის ღონისძიებით, პატიმრობით შეუცვალა. ოფისში შეკრებილები აცხადებენ, რომ ნიკა მელიას სპეცრაზმს არ გაატანენ და ციხეში მის წასვლას არ დაუშვებენ. 
"ძალიან მალე გაიაზრონ, რომ უკან უნდა დაიხიონ. ახლა ავტვირთე "ფეისბუქზე" ფოტო, რა დღეში ჩავარდნენ სპეცრაზმელები და "ბერკუტის" წევრები, როცა ხელისუფლებამ აძალადა საკუთარ ხალხზე და იგივე დღეში არ ჩააგდონ", - თქვა ნიკა მელიამ "მთავარის" ეთერში. 
შეკითხვაზე, "ვის მიმართეთ, როცა თქვით, რომ უკან უნდა დაიხიონ?", ნიკა მელიამ უპასუხა:
"ბიძინა ივანიშვილს, ამ ძალოვნების მინისტრები არიან თუ პირადი მცველები, გაიაზრონ, დაიხიონ უკან, ფორმალურად, ესენი არიან ხელისუფლებაში, მაგრამ წაგებული აქვთ, პირდაპირ გეუბნებით, ხელისუფლება შეიცვლება, ქვეყანაში ჩაინიშნება ხელახალი არჩევნები, ქვეყანა, ხალხი ჩანიშნავს ამ არჩევნებს...", - თქვა ნიკა მელიამ.
"არ ინერვიულოთ, ყველაფერი კარგად იქნება, ვარდი უეკლოდ არავის მოუკრეფია, გამარჯვება სწორედ ასე მოიპოვება", - მიმართა ნიკა მელიამ მაყურებელს. 
შეგახსენებთ, მთელი ღამის განმავლობაში, შსს-ს სხვადასხვა სტრუქტურებში მობილიზებისა და განუწყვეტელი თათბირების ფონზე, რომლებსაც, სავარაუდოდ, შსს-ს ხელმძღვანელი პირებიც ესწრებოდნენ, შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტში რობოკოპები გამოჩნდნენ. "მთავარის" კამერამ დააფიქსირა ობიექტის ეზო, რომელიც სავსეა ავტომანქანებით და სპეცრაზმის ფორმაში ჩაცმული სამართალდამცველებით.
share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 100

TONE CAFÉ

(718) 332-8082
Brooklyn, NY
  • 80

Givi Kutidze

(248) 454-1057
Bloomfield Twp, MI
  • 80

Tatiana Aristova, Esq.

(215) 355-9095
FEASTERVILLE-TREVOSE, PA
  • 60

Sendex

(929) 442 1252
Brooklyn, NY
  • 60

Shalva Ketsbaia

(347) 543 2282
,