25/02/201 855 ნახვა წყარო: ipn.geფოტო: ipn.ge

გია ვოლსკი - უმრავლესობა რომც აიღონ, ოპოზიციურ გაერთიანებაში არსებული განსხვავებულობა ვერ შექმნის ქვეყნისთვის სტაბილურობას

საშინაო და საგარეო საკითხებთან მიმართებით რადიკალური განსხვავება ქვეყნისთვის ძალიან საფრთხის შემცველია. გაერთიანებულმა ოპოზიციამ რომც მოიპოვოს უმრავლესობა, მათი მართვის სისტემა ძალიან მყიფე იქნება, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე - სპიკერმა გია ვოლსკიმ ჟურნალისტებს განუცხადა. მისი შეფასებით, იმ შემთხვევაშიც კი, თუ გაერთიანებული ოპოზიცია არჩევნებზე უმრავლესობას მოიპოვებს, იქმნება რისკი, რომ მთავრობა ვერ დაკომპლექტდეს.
„ოპოზიციურ გაერთიანებაში არსებული განსხვავებულობა - პროდასავლელები, პრორუსები, ულტრალიბერალები, რადიკალები - ვერ შექმნის ქვეყნისთვის სტაბილურობას, უმრავლესობა რომც აიღონ. უმრავლესობას შესაძლებლობა უნდა ჰქონდეს, რომ მთავრობა შექმნას. წინააღმდეგ შემთხვევაში, მოსალოდნელია დესტაბილიზაცია. ჩვენ სწორედ ამას ვუფრთხით და იმიტომ ვთქვით უარი ჩვენს აბსოლუტურად გულწრფელ შეთავაზებაზე.
ეკლექტიკა, საშინაო და საგარეო საკითხებთან მიმართებით რადიკალური განსხვავება ქვეყნისთვის ძალიან საფრთხის შემცველია. რომც მოიპოვონ უმრავლესობა, მათი მართვის სისტემა ძალიან მყიფე იქნება. წარმოიდგინეთ, შალვა ნათელაშვილი, რომელსაც ლიდერობაზე პრეტენზია სულ ჰქონდა და მეორე მხარეს გრიგოლ ვაშაძე, რომელიც საკმაოდ განათლებული და გამოცდილი ადამიანია იმისათვის, რომ ვერ მიხვდეს, რომ ნათელაშვილი საკმაოდ დამანგრეველია. აღმშენებელი არც თავად ვაშაძეა. ერთად გაერთიანებული დამანგრეველი ადამიანები საფრთხის შემცველია,“ - განაცხადა გია ვოლსკიმ.
რაც შეეხება საარჩევნო სისტემის ცვლილებაზე მოლაპარაკებებს, ვოლსკის განცხადებით, ოპოზიციას დესტრუქციული სცენარი აქვს, რის გამოც არ უბრუნდებიან მოლაპარაკების მაგიდას.
„ნეგატიურია ოპოზიციის განცხადებები, რომ არ დაუბრუნდებიან მოლაპარაკების მაგიდას და ისევ რევოლუციური სცენარით გააგრძელებენ ცხოვრებას. მეორე მხრივ, ეს გასაგებია - დესტრუქციული ძალაა, დესტრუქციულად უნდა იმოქმედოს და ასეთი დღის წესრიგი აქვთ. ამაში შესწორებას ვერ შევიტანთ და ვერც გაკვირვებას გამოვხატავთ. აბსოლუტურად მოსალოდნელი იყო ეს გარემოება. მითუმეტეს, გიგი უგულავას დაკავების ფონზე, ამ ოპოზიციურ გაერთიანებაში არსებული წამყვანი პარტიები, რასაკვირველია, არ იქნებიან მომხრე, რომ მოლაპარაკებები აწარმოონ და სხვა პოლიტიკურ ინდივიდებსაც, რომლებიც მათზე არიან ჩამოკიდებული, მოუწოდებენ, რომ მათი პოზიცია გაიზიარონ. ეს ერთობის შენარჩუნების გარკვეული წინაპირობაა,“ - განაცხადა გია ვოლსკიმ.
share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 60

Mano SPA

(347) 355-2846
Brooklyn, NY
  • 60

GBM Truck Service

(973) 527-3620
Stanhope, New Jersey
  • 60

საქართველოს საელჩო ამერიკის შეერთებულ შტატებში

(202) 387-0864
Washington, D.C.
  • 60

Natalia Vassilieva

(718) 676-9061
BROOKLYN, NY
  • 100

ბევრი

(650) 384-6500
Palo Alto, CA