09/02/211 545 ნახვა წყარო: formulanews.geფოტო: formulanews.ge

ხვიჩია: ივანიშვილმა უბარიერო პროპორციული ვერ განახორციელა, რადგან გუნდშიც ვერ გაუგეს

გირჩის ერთერთი ლიდერი იაგო ხვიჩია ამბობს, რომ ბიძინა ივანიშვილმა პროპორციული სისტემა ბუნებრივი ბარიერით ვერ განახორციელა, რადგან "გუნდშიც ვერ გაუგეს".
როგორც მან TV პირველის ეთერში ისაუბრა, ეს იდეა დარჩა და ახლა ყველას მოვალეობაა, განსაკუთრებით ქართული ოცნების წევრების, ამ იდეის განხორციელებაზე იმუშაონ.
"რაც არ უნდა ცინიკურად და ირონიულად ჟღერდეს ეს, მე მართლა ასე ვფიქრობ, რომ ბიძინა ივანიშვილმა მთავარი მმართველობითი სისტემა გადმოსცა ერთ წინადადებაში და უთხრა ქართველ ხალხს, როგორ უნდა ეცხოვრათ ზოგადად, მართალია, მან ეს ვერ განახორციელა, იმიტომ, რომ საკუთარ გუნშიც კი ვერ გაუგეს ამ იდეის სიდიადე, მაგრამ ეს იდეა დარჩა. მე ამისთვის ბიძინა ივანიშვილს სულ მადლობას ვეუბნები და ახლა ჩვენი ვალდებულებაა, მათ შორის ქართული ოცნების დღევანდელი წევრები ჩემზე მეტად უნდა გრძნობდენ ამ ვალდებულებას, რომ ეს სისტემა, რომელიც ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა გაიაზრა და სხვებმა, ჯერჯერობით, ვერ გაიაზრეს, ქართველ ხალხს ჰქონდეს, რომ ჩვენ ერთხელ და სამუდამოდ მოვაგვაროთ ის პრობლემა, რომელიც სულ გვქონდა, ერთპარტიული და ერთპიროვნული მმართველობა და ერთმანეთის ჭამა, ამაზე იფიქრა იმ კაცმა", - განაცხადა ხვიჩიამ.
ხვიჩიამ 2 თებერვალს თქვა, რომ 2019 წლის ივნისის მოვლენების შემდეგ ივანიშვილმა პროპორციული დათმო, გახარიას გადადგომის მოთხოვნა კი არასწორი იყო. მისი თქმით, ახლა ამ მოთხოვნას მხარს არ დაუჭერდა.
მამუკა მდინარაძემ გუშინ, 8 თებერვალს განაცხადა, რომ მმართველი პარტია მზადაა, განიხილოს უბარიერო საარჩევნო სისტემა, თუმცა, "ნებისმიერ გადაწყვეტილებას სჭირდება მყარი არგუმენტაცია".
საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით, მომდევნო საპარლამენტო არჩევნები სრულად პროპორციული საარჩევნო სისტემითა და 5%-იანი ბარიერის პირობებში ჩატარდება. პარტია გირჩის პოზიციაა, რომ ნებისმიერი შემდეგი საპარლამენტო არჩევნები ჩატარდეს სრულად პროპორციული სისტემით, ბუნებრივი ბარიერით. 
2019 წლის 20 ივნისის მოვლენების შემდეგ ბიძინა ივანიშვილმა ქართული ოცნების ოფისში ბრიფინგი გამართა და თქვა: "2020 წლის საპარლამენტო არჩევნები ჩატარდეს პროპორციული სისტემით, ნულოვანი, ვიმეორებ, ნულოვანი საარჩევნო ბარიერის პირობებში". ეს კანონპროექტი ქართულმა ოცნებამ ჩააგდო, რის შემდეგაც, პოლიტიკური კრიზისის ფონზე, მრავალდღიანი დიალოგის შემდეგ, ოპოზიცია და მმართველი გუნდი შეთანხმდა და არჩევნები შერეული სისტემით ჩატარდა.

share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 100

PA Auto Inspection

(215) 259-7500
Philadelphia, PA
  • 100

Eti Saladze

(718) 305-1606
Brooklyn, NY
  • 60

ღვთისმშობლის შობის სამრევლო ბრუკლინში

(347) 417-1741
Brooklyn, NY
  • 80

Ana Kulua

(215) 796-2975
Huntingdon Valley, PA
NO IMAGE
  • 60

ლია ბარნაბიშვილი

(718) 490 3179
,