24/02/203 285 ნახვა წყარო: ipn.geფოტო: ipn.ge

მალხაზ მაჩალიკაშვილმა დაადასტურა, რომ კიევში მიხეილ სააკაშვილს შეხვდა

პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად გარდაცვლილი თემირლან მაჩალიკაშვილის მამა, მალხაზ მაჩალიკაშვილი ადასტურებს, რომ ის კიევში საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს შეხვდა. როგორც მაჩალიკაშვილი განმარტავს, ის პოლიტიკაში მოსვლას არ გეგმავს და სააკაშვილს როგორც მისი შვილის საქმეზე, ასევე ზოგად თემებზე, მათ შორის, პოლიტიკაზეც ესაუბრა.
„დიახ, კიევში მე შევხვდი ბატონ მიხეილ სააკაშვილს და არამხოლოდ მას, შევხვდი სხვა ადამიანებსაც. ზოგადი საუბარი იყო, ბევრი ვისაუბრეთ, განვიხილეთ არსებული პრობლემები საქართველოში, ამ სახელმწიფოს მიერ დაჩაგრული და განადგურებული ჩემი ცხოვრება განვიხილეთ. ისიც განვიხილეთ, ამ ორი წლის განმავლობაში რა ჯოჯოხეთსაც გავდივარ. ზოგადად, შევეხეთ პოლიტიკასაც და არჩევნების თემასაც. ამ ადამიანს პირველად შევხვდი“, - განაცხადა მაჩალიკაშვილმა. როგორც ის განმარტავს, საქართველოში არ იმყოფება, თუმცა, კიევში აღარ არის. კითხვაზე, თუ ვინ იყო მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრის ინიციატორი, მაჩალიკაშვილი არ პასუხობს.
„კიევიდან დავბრუნდი, მაგრამ საქართველოში ჯერ არ ჩამოვსულვარ. ამას მნიშვნელობა არ აქვს, მე ვიყავი ინიციატორი, თუ ბატონი მიხეილ სააკაშვილი. სხვა საქმეზე ვიყავი უკრაინაში, კიევში ჩასული და მსოფლიოში ცნობილ რეფორმატორს და მაღალი დონის პოლიტიკოსს რომ შევხვდებოდი, ამაში ორი აზრი არ არსებობს. ყველა ხედავს, როგორ უსამართლოდ მებრძვის დღევანდელი ხელისუფლება და „ქართული ოცნება“, ეს ადამიანს კი არა, მთასაც დაანგრევდა. შევეცდები მშვიდობიანი გზით ჩემი სიმართლე დავადგინო. პოლიტიკაზე და პარტიაზე არ ვფიქრობ“, - განაცხადა მაჩალიკაშვილმა.

share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 100

Barami

(201) 333-2200
, NY, NJ, DE, CA
  • 80

Tatiana Aristova, Esq.

(215) 355-9095
FEASTERVILLE-TREVOSE, PA
  • 60

საქართველოს საელჩო ამერიკის შეერთებულ შტატებში

(202) 387-0864
Washington, D.C.
  • 0

GFlex

(322) 052704
Tbilisi,
  • 80

Givi Kutidze

(248) 454-1057
Bloomfield Twp, MI