02/02/21974 ნახვა წყარო: ipn.geფოტო: ipn.ge

დიმიტრი პესკოვი - კრემლი ელოდება, რომ ევროპული დიპლომატია სისულელეს არ ჩაიდენს

კრემლი ელოდება, რომ ევროპული დიპლომატია სისულელეს არ ჩაიდენს და რუსეთსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობების მომავალს ალექსეი ნავალნის არ დაუკავშირებს,- რუსული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ კრემლის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.
„იმედი გვაქვს, რომ ისეთი სისულელის ჩადენა, როგორიც რუსეთ-ევროკავშირის ურთიერთობების პერსპექტივის პატიმრის საქმესთან დაკავშირებაა, არ მოხდება,“- აღნიშნა პესკოვმა, რითაც ის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის ჟოზეფ ბორელის რუსეთში დაგეგმილ ვიზიტს გამოეხმაურა.
პესკოვმა ხაზი გაუსვა, რომ მოსკოვი ჟოზეფ ბორელთან შეხვედრას ელოდება და ევროკავშირთან ურთიერთობების ნორმალიზებით დაინტერესებულია.
„რუსეთსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობები, სრულიად დაუმსახურებლად და გაუმართლებლად გაყინვის ეტაპზეა. რა თქმა უნდა, მოსკოვი ურთიერთობების ნორმალიზებით დაინტერესებულია. ჩვენ მზად ვართ ამისათვის ყველაფერი გავაკეთოთ,“- აღნიშნა პესკოვმა.
რუსული მედიის ინფორმაციით, ჟოზეფ ბორელი მოსკოვს 4 - 6 თებერვალს ეწვევა. ვიზიტის ფარგლებში ის რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვთან შეხვედრის გამართვასა და ორმხრივი ურთიერთობების, პანდემიასთან ბრძოლის, ირანთან გაფორმებული ბირთვული შეთანხმებისა და ნავალნის დაპატიმრებასთან დაკავშირებული საკითხების განხილვას გეგმავს.

share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 80

Givi Kutidze

(248) 454-1057
Bloomfield Twp, MI
  • 80

Tatiana Aristova, Esq.

(215) 355-9095
FEASTERVILLE-TREVOSE, PA
NO IMAGE
  • 0

Law Offices of Dizengoff and Yost

(267) 223-5862
Philadelphia, PA
  • 40

Alena Shautsova

(917) 885-2261
BROOKLYN, NY
  • 40

წმ.მარიამ მეგვიპტელის მართლმადიდებელი სამრევლო

New York, NY