27/01/211 785 ნახვა წყარო: mtavari.tvფოტო: mtavari.tv

თეთრმა სახლმა და კრემლმა ბაიდენ-პუტინის საუბრის სხვადასხვა ვერსია გამოაქვეყნეს

პირველად აშშ-ის პრეზიდენტის ამპლუაში, ჯო ბაიდენი ვლადიმირ პუტინს ესაუბრა, თუმცა ვერსიები, რომლებიც ამ სატელეფონო საუბრის შესახებ თეთრმა სახლმა და კრემლმა გამოაქვეყნეს, ერთმანეთისგან განსხვავებულია. 
ვაშინგტონის ცნობით, ბაიდენმა პუტინს შეახსენა ჰაკერული შეტევები, რომლითაც რუსეთი აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში ჩაერია, ასევე, ნავალნის მოწამლვასთან დაკავშირებული საკითხები და უკრაინის სუვერენიტეტის თემა. 
კრემლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ნავალნის გვარი და სხვა მწვავე საკითხი საერთოდ არაა ნახსენები, თუმცა ხაზგასმულია, რომ "საუბარი მიმდინარეობდა საქმიან და გულახდილ ატმოსფეროში". 
სხვათა შორის, გარკვეულ საკითხებში აზრთა სხვადასხვაობის მიხედავად, ცნობილი გახდა ამ საუბრის დროს აშშ-სა და რუსეთს შორის მიღწეული ერთი კონკრეტული შეთანხმების შესახებაც: ორი ქვეყანა 5 წლით გააგრძელებს იმ შეთანხმების ვადას, რომელიც 2010 წლის აპრილში დაიდო და სტრატეგიული შეტევითი შეიარაღების შემცირებას ითვალისწინებს. 
შეგახსენებთ, ამ შეთანხმების მიხედვით, აშშ-მა და რუსეთმა სტრატეგიული შეტევითი შეიარაღება ისე უნდა შეამცირონ, რომ შეიარაღება არ აღემატებოდეს 700 კონტინენტაშორის ბალისტიკურ რაკეტას, წყალქვეშა ნევების ბალისტიკურ რაკეტას და სტრატეგიული ბომბდამშენების რაკეტებს, ასევე 1 550 ფრთოსანი რაკეტების საბრძოლო მუხტსა და მათ გამშვებ დანადგარებს.
ხსენებული შეთანხმება ბირთვული ომის თავიდან აცილებას, ასევე, ნდობისა და უსაფრთხოების განმტკიცებას ისახავს მიზნად.  

share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 60

Guest House Restaurant

(718) 891-3111
Brooklyn, NY
  • 80

OLGA GORELIK

(718) 596-8888
Brooklyn, NY
  • 60

Sendex

(929) 442 1252
Brooklyn, NY
  • 60

Georgian bread

(215) 677-4323
PHILADELPHIA, PA
  • 60

GBM Truck Service

(973) 527-3620
Stanhope, New Jersey