21/01/211 901 ნახვა წყარო: mtavari.tvფოტო: mtavari.tv

რუსეთის წინააღმდეგ საქართველოს სარჩელი დაკმაყოფილებულია - სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება

რამდენიმე წუთის წინ გახდა ცნობილი, რომ სტრასბურგის საერთაშორისო სასამართლოს დიდი პალატის გადაწყვეტილებით, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ შეტანილი სარჩელის განხილვისას, საქართველოს მოთხოვნა დააკმაყოფილა და სამართლებრივ დავაში გამარჯვებულად გამოაცხადა.  დიდმა პალატამ გადაწყვეტილება ზეპირ სხდომაზე გამოაცხადა. 
შეგახსენებთ, საქართველომ სტრასბურგის სასამართლოში, თავდაპირველად, სარჩელი რუსეთთან ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების ხელმოწერამდე ერთი დღით ადრე შეიტანა, მაგრამ სახელმწიფოთაშორისი სარჩელი საბოლოო ფორმით ევროპულ სასამართლოს 2009 წლის 6 თებერვალს წარედგინა.
მასში საქართველო რუსეთს ბრალს დებს, რომ მისმა შეიარაღებულმა ძალებმა და მის კონტროლ ქვეშ მყოფმა სეპარატისტული რეგიონების ძალებმა განურჩეველი და არაპროპორციული თავდასხმები განახორციელეს მშვიდობიან მოქალაქეებზე და მათ ქონებაზე აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში.
საქართველო რუსეთს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის რვა მუხლის  დარღვევაში ადანაშაულებს, რომლებიც ეხება:
  • სიცოცხლის უფლებას;
  • წამების და არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის აკრძალვას;
  • თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლებას;
  • პირადი და ოჯახური ცხოვრების პატივისცემის უფლებას;
  • ეფექტური სამართლებრივი დაცვის უფლებას;
  • საკუთრების დაცვის უფლებას;
  • განათლების უფლებას და გადაადგილების თავისუფლებას. 
რუსეთი ყველა ამ ბრალდებას დაუსაბუთებლად მიიჩნევს, რომელთაც, მისი თქმით, საქმის არსებითი განხილვისთვის საჭირო მტკიცებულებები არ ახლავს. რუსეთი აცხადებს, რომ თავდასხმები მის სამხედრო ძალებს არ დაუწყიათ და რომ მისი შეიარაღებული ძალები სამხრეთ ოსეთის მშვიდობიან მოსახლეობას საქართველოს თავდასხმისგან იცავდნენ.
აგვისტოს ომთან დაკავშირებული ამ სახელმწიფოთაშორისი სარჩელის გარდა, სტრასბურგის სასამართლოში განხილვის დაწყების მოლოდინშია, დაახლოებით, ორი ათასამდე ინდივიდუალური სარჩელი, რომლებიც ამავე ომს უკავშირდება.
share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 60

გენ. საკონსულო ნიუ იორკში

(212) 922-1722
New York, NY
  • 100

ბევრი

(650) 384-6500
Palo Alto, CA
  • 80

Ana Kulua

(215) 796-2975
Huntingdon Valley, PA
  • 40

Natalia Vassilieva

(718) 676-9061
BROOKLYN, NY
  • 60

Georgian bread

(215) 677-4323
PHILADELPHIA, PA