10/01/211 913 ნახვა წყარო: tabula.geფოტო: tabula.ge

მიკსი: საქართველოში უნდა ჩატარდეს სამართლიანი არჩევნები და მოხდეს ძალაუფლების მშვიდობიანი გადაცემა

აშშ-ს კონგრესის წარმომადგენელთა პალატის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარემ, გრეგორი მიკსმა, ამერიკის ხმასთან ინტერვიუში საქართველოში განვითარებულ პოლიტიკურ პროცესებზე ისაუბრა. 
მიკსმა აღნიშნა, რომ ქართველმა კოლეგებმა ყურადღება უნდა გაამახვილონ სამართლიანი და თავისუფალი არჩევნების ჩატარებაზე და არჩევნების შემდეგ ხელისუფლების მშვიდობიანი გადაცემის უზრუნველყოფაზე.
"ყურადღება იმაზე უნდა გაამახვილონ, რომ უზრუნველყოფილი იქნას სამართლიანი და თავისუფალი არჩევნები და როცა ეს არჩევნები ჩატარდება, ხელისუფლების მშვიდობიანი გადაცემა იყოს უზრუნველყოფილი, იმის მიუხედავად, რომ, შესაძლოა, იყვნენ პირები, რომლებიც ამისთვის ხელის შეშლას ეცდებიან. გარდატეხა ერთად მდგომი ხალხის ხმის ძალას მოაქვს". – თქვა გრეგორი მიკსმა.
წარმომადგენელთა პალატის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარემ ინტერვიუში ასევე აღნიშნა, რომ ქართველი ხალხი ერთად უნდა დადგეს დემოკრატიის დასაცავად და ძალაუფლების მშვიდობიანი გადაცემის უზრუნველსაყოფად. 

share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 80

WORLD CLASS MMA & JUDO

(267) 792-9400
Philadelphia, PA
  • 40

Shalva Ketsbaia

(347) 543 2282
,
  • 0

საქართველოს საელჩო ამერიკის შეერთებულ შტატებში

(202) 387-0864
Washington, D.C.
  • 80

გენ. საკონსულო ნიუ იორკში

(212) 922-1722
New York, NY
  • 60

Юрий Прахин

(718) 946-5099
Brooklyn, NY