05/01/212 004 ნახვა წყარო: formulanews.geფოტო: formulanews.ge

პარლამენტმა პატრიოტთა ალიანსის სიის 3 წევრის სადეპუტატო უფლებამოსილება ცნო

პარლამენტმა პატრიოტთა ალიანსის სიის სამი წევრის ფრიდონ ინჯიას, გელა მიქაძისა და დავით ზილფიმიანის სადეპუტატო უფლებამოსილება ცნო. მათ ადგილმონაცვლეობის პრინციპით ისარგებლებს და საკანონმდებლო ორგანოში პატრიოტთა ალიანსის ლიდერის ირმა ინაშვილისა და კიდევ ორი წევრი - გიორგი ლომიასა და გოჩა თევდორაძის ადგილები მას შემდეგ დაიკავეს, რაც მათ სადეპუტატო მანდატზე უარი თქვეს. 
ამრიგად, პარლამენტში პატრიოტთა ალიანსის საპარლამენტო სიის 4 წევრი იმყოფება, რადგან საპარლამენტო მანდატზე უარი არ უთქვამს ავთანდილ ენუქიძეს. უშუალოდ, დღეს, 5 იანვარს, რიგგარეშე სხდომის პლენარულ სესიას ინჯია, მიქაძე და ზილფიმიანი ესწრებიან.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის საიტზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმადპატრიოტთა ალიანსის საარჩევნო სიიდან მათი ნომრების ჩახსნის თაობაზე ცესკოსთვის არ ჰქონდათ მიმართული სწორედ გელა მიქაძეს, ფრიდონ ინჯიას და დავით ზილფიმიანს. სწორედ მათ შეეძლოთ, ადგილმონაცვლეობის პრინციპით ესარგებლათ და საკანონმდებლო ორგანოში ინაშვილის, თევდორაძისა და ლომიას ადგილი დაეკავებინათ.
ირმა ინაშვილი აცხადებს, პარტიის დამფინანსებლების პარლამენტში შესვლას საკანონმდებლო ორგანოს ლეგიტიმაციას ვერ მისცემს. ინაშვილის თქმით, პატრიოტთა ალიანსის ბიზნეს შემადგენლობის წარმომადგენლებიდან მხოლოდ ფრიდონ ინჯიაა პარტიის წევრი და პარლამენტში შესვლის შემთხვევაში, ინჯია დატოვებს ალიანსს.
31 ოქტომბრის არჩევნების ოფიციალური შედეგებით პარლამენტში მოხვედრილი 60 ოპოზიციონერი დეპუტატიდან მანდატზე ოფიციალურად უარი ამ დროისთვის 54-მა თქვა.
share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 80

წმ. დავითის სახელობის მონასტერი

Hanover Township, PA
  • 80

Greg Prosmushkin

(215) 543-7220
PHILADELPHIA, PA
  • 80

WORLD CLASS MMA & JUDO

(267) 792-9400
Philadelphia, PA
  • 60

Natalia Vassilieva

(718) 676-9061
BROOKLYN, NY
  • 60

SOPHIE KVANTALIANI

(908) 240-2610
, NJ