05/01/211 177 ნახვა წყარო: ipn.geფოტო: ipn.ge

დიდ ბრიტანეთში საქართველოს საელჩო საქართველოს მოქალაქეებისთვის ინფორმაციას ავრცელებს

დიდ ბრიტანეთში საქართველოს საელჩო საქართველოს მოქალაქეებისთვის ინფორმაციას ავრცელებს.
როგორც საელჩო განმარტავს, პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა კორონავირუსის შემთხვევების წრაფი მატების გამო, 5 იანვრიდან ბრიტანეთში კოვიდ განგაშის სისტემის მე-5 დონის ამოქმედება და საყოველთაო კარანტინი გამოაცხადა, რაც სხვადასხვა შეზღუდვებს მოიცავს.
„ადამიანები უნდა დარჩნენ სახლში. გამონაკლისია გადაადგილება: აუცილებელი საჭიროების, განათლების, სამუშაო ადგილზე მისვლისა და დღეში ერთხელ ვარჯიშის მიზნით; სტუმართმოყვარეობის სექტორი დახურულია; სახლიდან მუშაობა, სადაც ეს შესაძლებელია; ყველა სახის სავაჭრო ობიექტი, გამაჯანსაღებელი და გასართობი ცენტრი დახურულია; საგანმანათლებლო დაწესებულებები და სკოლები გადადიან ონლაინ სწავლების რეჟიმში თებერვლის შუა რიცხვებამდე. გამონაკლისის სახით, სკოლები ღია იქნება მხოლოდ განსაკუთრებული პროფესიის მქონე (critical workers) ადამიანების შვილებისთვის.
პრემიერმა ჯონსონმა ასევე აღნიშნა, რომ ქვეყანაში მიმდინარეობს საყოველთაო ვაქცინაცია ბრიტანეთში დამტკიცებული 2 ვაქცინის (კომპანიების Pfizer და AstraZeneca-Oxford) გამოყენებით. წარმატებულ ვაქცინაციაზე და მოსახლეობის მიერ მთავრობის რეკომენდაციების დაცვაზე იქნება დამოკიდებული თებერვლის შუა რიცხვებამდე დაწესებული შეზღუდვების შემსუბუქება“, -აღნიშნულია დიდ ბრიტანეთში საქართველოს საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 80

წმ. დავითის სახელობის მონასტერი

Hanover Township, PA
  • 80

Max Chania REALTOR

(215) 776-7093
Jenkintown, PA
  • 80

WORLD CLASS MMA & JUDO

(267) 792-9400
Philadelphia, PA
  • 0

PA Auto Inspection

(215) 259-7500
Philadelphia, PA
  • 80

Givi Kutidze

(248) 454-1057
Bloomfield Twp, MI