04/01/21933 ნახვა წყარო: ipn.geფოტო: ipn.ge

გია ვოლსკი - რუსეთი პროვოკაციულ და აგრესიულ ქმედებებს განაგრძობს

საქართველოს პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი, გია ვოლსკი მიიჩნევს, რომ რუსეთი პროვოკაციულ და აგრესიულ ქმედებებს განაგრძობს. მან ვლადიმერ პუტინის გადაწყვეტილება შეაფასა, რომელმაც სპეციალურ წარმომადგენელს საქართველოსთან და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის პასუხისმგებლობა დაავალა.
ვოლსკის შეფასებით, ეს საერთაშორისო სამართლის ნორმების ფეხქვეშ გათელვაა.
"ამასთან დაკავშირებით ძალიან მძიმე შეფასება მაქვს. კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, ის დათმობითი პოზიცია რუსეთისადმი, ჩვენი დასავლელი პარტნიორების ყოველდღიური შეხსენების იგნორირება, ის, რომ ხელი შეუწყვეს აგრესიას, ის, რომ გაუფორმეს ამ აგრესორებს მართებულობა ხელმოწერით საერთაშორისო დონეზე, ის, რომ სტრატეგიული ობიექტები მიყიდეს, დღეს კიდევ ეს პოლიტიკა თავს გვახსენებს ერთ-ერთი ყველაზე მძიმე სახით და ასპექტით, ეს არის ე.წ ოკუპირებულ ტერიტორიებთან საზღვრების დადგენა. ეს არის ის თემა, რომლითაც სპეკულირება თუ ვინმეს შეუძლია, ეს არის „ნაციონალური მოძრაობა“ და მისი "კლასტერი". ის არის დანაშაულის ჩამდენი პოლიტიკური ძალა, რომელმაც შედეგი მოგვცა ის, რასაც ვუყურებთ ამ გრძელვადიანი უკანონობის პროცესს. დარწმუნებული ვარ, ისევე, როგორც უკანონობა, რომელიც საბჭოთა კავშირის მიერ გაყოფილ ევროპას ეხება, ეს უკანონობა ადრე თუ გვიან დასრულდება. ვალდებულებები, რომელიც სახელმწიფოს გააჩნია, შესრულდება",-განაცხადა ვოლსკიმ.
კითხვაზე, არის თუ არა ეს რუსეთის მხრიდან მორიგი პროვოკაციული ნაბიჯი, მან უპასუხა, რომ სიტყვა "პროვოკაცია" უღიმღამოა იმასთან შედარებით, რასაც ოკუპაცია ჰქვია".
"რასაკვირველია, პროვოკაცია და აგრესიაა. სიტყვა "პროვოკაცია" უღიმღამოა იმასთან შედარებით, რასაც ოკუპაცია ჰქვია. სწორედ ეს არის პროვოკაციაც, უკანონობაც და საერთაშორისო სამართლის ფეხქვეშ გათელვა. სწორედ ამის საშუალება მისმა იმ პოლიტიკურმა ძალამ, რომელიც ყველაზე ხმამაღალ განცხადებებს აკეთებს. პრობლემაა კიდევ ის, რომ ამ ძალას კიდევ ჰყავს მხარდამჭერები და თავისი რუპორი მედიასაშუალებები, აქედან გამომდინარე, კიდევ ქმნიან აჟიოტაჟს, როდესაც საერთოდ გაჩუმებულები უნდა იყვნენ და ალბათ, უნდა ინანიებდნენ იმ ცოდვებს, რომელიც ქართველი ხალხის და სახელმწიფოს წინაშე ჩაიდინეს",-აცხადებს ვოლსკი.

share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 3-ზე- 27 სექტემბერი, 2023.
      3 საათზე, 27 სექ
    • ფორმულა 3-ზე-  27 სექტემბერი, 2023.
      3 საათზე, 27 სექ
    • პირველები 3-ზე - 27 სექტემბერი, 2023.
      3 საათზე, 27 სექ
    • კურიერი 3-ზე - 27 სექტემბერი, 2023.
      3 საათზე, 27 სექ
    • მოამბე 3-ზე - 27 სექტემბერი, 2023.
      3 საათზე, 27 სექ
    • ქრონიკა 2-ზე - 27 სექტემბერი, 2023.
      2 საათზე, 27 სექ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • დღის სტუმარი - 27 სექტემბერი, 2023.
      27 სექტემბერი
    • დღის ამბები - 27 სექტემბერი, 2023.
      27 სექტემბერი
    • საქმის კურსი - 27 სექტემბერი, 2023.
      27 სექტემბერი
    • შენი შუადღე - 27 სექტემბერი, 2023.
      27 სექტემბერი
    • დილის საუბრები - 27 სექტემერი, 2023.
      27 სექტემბერი
    • პირველი ხაზი - 26 სექტემბერი, 2023.
      26 სექტემბერი
    • ღამის მთავარი - 26 სექტემბერი, 2023.
      26 სექტემბერი
    • ღამის შოუ - 26 სექტემბერი, 2023.
      26 სექტემბერი
    • მთავარი გოგოები - 26 სექტემბერი, 2023.
      26 სექტემბერი
    • სამზარეულოს ომები - 26 სექტემბერი, 2023.
      26 სექტემბერი
    • კომენტარი - 26 სექტემბერი, 2023.
      26 სექტემბერი
    • რეაქცია - 26 სექტემბერი, 2023.
      26 სექტემბერი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 80

Georgian bread

(215) 677-4323
PHILADELPHIA, PA
  • 100

Barami

(201) 333-2200
, NY, NJ, DE, CA
  • 60

Natalia Vassilieva

(718) 676-9061
BROOKLYN, NY
NO IMAGE
  • 60

Maia Beridze

(347) 236-5921
,
  • 100

SOPHIE KVANTALIANI

(908) 240-2610
, NJ