28/12/201 032 ნახვა წყარო: ipn.geფოტო: ipn.ge

ამირან გამყრელიძე - ყველა ინიდიკატორი მიუთითებს, რომ ქვეყანაში ინიფიცირების მაჩვენებელი მცირდება

ყველა ინიდიკატორი მიუთითებს, რომ ინიფიცირება ქვეყანაში მცირდება, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში, საკოორდინაციო სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
მისივე თქმით, დღეისათვის საქართველო ინფიცირების მაჩვენებლით ევროპაში დაახლოებით მე-8 ადგილზეა, მსოფლიოში კი -12-ზე.
„ბოლო ერთი თვის განმავლობაში, განსაკუთრებით ბოლო 2 კვირაში უკვე აღინიშნება ინფიცირების მაჩვენებლის კლება ქვეყანაში. ყველა მაჩვენებლით, ყველა ინდიკაროტით, რომელიც დაკავშირებულია 7-დღიან საშუალო ინციდენტობასთან , 14-დღიან კუმულაციურ ინციდენტობასთან, ყველა მაჩვენებელი უკვე ქვემოთ არის წამოსული. მრუდს რომ შეხედავთ ქვეყანაში ახალი შემთხვევების განვითარების და გადაიყვანთ მას ასი ათას მოსახლეზე, ნახავთ, რომ ჩვენ უკვე ქვემოთ მოვდივართ.
თუ ჩვენ დეკემბრის დასაწყისში ახალი შემთხვევების რაიოდებით პირველ ადგილზე ვიყავით ევროპაში და ზოგიერთ მომენტში მსოფლიოშიც, ახლა ევროპაში ვართ სადღაც მერვე ადგილზე, მსოფლიოში სადღაც მე-12 ადგილზე, ანუ ეს მაჩვენებელიც მცირდება, ისევე როგორც კუმულაციური სიკვდილიანობის მაჩვენებელი. სიკვდილიანობის მაჩვენებელი გვაქვს როგორც მოგეხსენებათ, 1% ქვეყანაში და გამოჯანმრთელებულთა მაჩვენებელი არის საკმაოდ კარგი - 92%. ასევე შემცირებულია ე.წ. აქტიური ინფიცირებულთა რაოდენობა 13 386. გახსოვთ დეკემბრის დასაწყისში და შემდგომაც 10 დღის განმავლობაში ჩვენ გვქონდა შემთხვევები, როცა ერთდროულად გვყავდა აქტიური ინიფიცირებული 25 000-27 000 ქვეყანაში,“- განაცხადა გამყრელიძემ.
მისივე თქმით, იკლებს ასევე ჩატარებული ტესტირებიდან დადებითი პასუხების რაოდენობაც, ისევე როგორც ზოგადად კოვიდთან დაკავშრებით მიმართვიანობა.
„მნიშვნელოვანი მაჩვენებელია, რომ ინფიცირების დადებითობის პროცენტი ქვეყანაში იკლებს. ჩვენ თუ დეკემბრის პირველი 5 დღის საშუალო მაჩვენებელი დადებითობის გვქონდა 28-29% პროცენტი, დღეს ის ჩამოსულია 13.5% პროცენტზე. განახევრებულია. ყველა ერთად ეს ინიდიკატორი მიუთითებს, რომ ინიფიცირება ქვეყანაში მცირდება. ასევე თუ შეადრებთ ზარებს ცხელ ხაზზე და 112-ზე, ნახავთ, რომ ნაკლები მიმართვიანობაა კოვიდის გამო და ნაკლები მიმართვიანობაა ასევე პოლიკლინიკებში ტესტირებისთვის. ეს მიუთითებს, რომ ოდნავ სიტუაცია მშვიდდება ქვეყანაში, მაგრამ ეს არავითარი დამშვიდების საფუძველს ჩვენ არ გვაძლევს, რადგან რეგულაციებს თუ არ დავიცავთ, სიტუაცია შეიძლება ყოველ წუთს გამწვავდეს,“ - განაცხადა გამყრელიძემ.

share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 60

გენ. საკონსულო ნიუ იორკში

(212) 922-1722
New York, NY
  • 80

Irine Javakhadze

(215) 519-5678
Southampton, PA
NO IMAGE
  • 60

Maia Beridze

(347) 236-5921
,
  • 60

GBM Truck Service

(973) 527-3620
Stanhope, New Jersey
  • 0

GFlex

(322) 052704
Tbilisi,