26/12/202 620 ნახვა წყარო: mtavari.tvფოტო: mtavari.tv

აფხაზური ინიციატივა - ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო რეჟიმის შეთავაზებას თბილისში პასუხობენ

აფხაზური ინიციატივა - სოხუმი თბილისს ერთი-ერთზე დიალოგს  სთავაზობს. საოკუპაციო რეჟიმის უშიშროების საბჭოს მდივანმა სერგეი შამბამ, "მთავარის" შეკითხვებს უპასუხა და კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ სოხუმის საოკუპაციო რეჟიმი თბილისთან მოლაპარაკებებისთვის მზად არის. იმის მიუხედავად, რომ ორივე მხარეს აქვს თვისი წითელი ხაზები, აფხაზეთის დე ფატო მთავრობის უშიშროების საბჭოს მდივანი დიალოგის განახლების წინადადებით გამოდის, რადგან შამბას თქმით არსებობს ეკონომიკური და ჰუმანიტარული საკითხები, რომელიც სწორედ პირისპირ საუბრით უნდა მოგვარდეს.
ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო რეჟიმის შეთავაზებას თბილისში პასუხობენ . ანალიტიკოსებისა და პოლიტიკოსების შეფასებით,სერგეი შამბა კრემლისგან დამოუკიდებლად ვერ ისაუბრებს და ოფიციალური თბილისი პროვოკაციას არ უნდა წამოეგოს. მათი თქმით, საოკუპაციო რეჟიმთან საერთაშორისო ფორმატში დიალოგს ალტერნატივა არ აქვს და ახლა მაქსიმალურად უნდა გაძლიერდეს ჟენევის მოლაპარაკებების ფორმატის დატვირთვა.
"ევროპულ ფორმატში გადატანა და თითქოს ეს არის არის გზა და ერთადერთი გზა მშვიდობის და სტაბილურობის შესანარჩუნებლად და სოციალური პრობლემების მოსაგვარებლად არის მცდარი იმიტომ, რომ მანამდე არის უმნიშვნელოვანესი პრობლემები დაგროვილი დაწყებული - ოთხოზორიას საქმით, გაგრძელებული - ბევრი სხვა პროვოკაციით. ახლა რეალურად ეს შეიძლება დავუკავშიროთ რუსეთის ინტერესებს, რომ გახსნან რკინიგზა აფხაზეთის გავლით, ყარაბაღის კონფლიქტთან დაკავშირებით ამიტომაც, საქართველოს მთავრობას მართებს უფრო მეტი ყურადღება", - ამბობს საქართველოს ანალიტიკური საბჭოს გამგეობის თავმჯდომარის მოადგილე, ბათუ ქუთელია 
შეგახსენებთ, შამბა ვლადისლავ არძინბას მიერ დაკომპლექტებულ ე.წ. მთავრობაში საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობას იკავებდა. ის მოლაპარაკებებზე თბილისშიცაა ნამყოფი, ისევე, როგორც ვლადისლავ არძინბა.
1995 წელს საქართველოს დედაქალაქში არძინბა ედუარდ შევარდნაძეს შეხვდა. მაშინ "როიტერმა" ამ შეხვედრის ფოტო გამოაქვეყნა, მასზე კუშტად მომზირალი არძინბა და არანაკლებ მოღუშული შევარდნაძე იყვნენ გამოსახული, ხოლო ფოტო ასე იყო დასათაურებული: "მათ გაღიმება უჭირთ". 
share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 80

წმ. დავითის სახელობის მონასტერი

Hanover Township, PA
  • 80

Ana Kulua

(215) 796-2975
Huntingdon Valley, PA
  • 80

Юрий Прахин

(718) 946-5099
Brooklyn, NY
  • 80

Greg Prosmushkin

(215) 543-7220
PHILADELPHIA, PA
  • 60

Max Chania REALTOR

(215) 776-7093
Jenkintown, PA