23/12/201 964 ნახვა წყარო: mtavari.tvფოტო: mtavari.tv

დეგნანი - არ ვეთანხმები ნებისმიერ კანონს, რომელიც ოპოზიციის განვითარებას ზღუდავს

საერთაშორისო პარტნიორებისა და პოლიტიკოსების კრიტიკულ რეაქციას საქართველოში აშშ-ის პირველი დიპლომატის მწვავე შეფასებაც მოჰყვა იმ კანონპროექტთან დაკავშირებით, რომელიც ოპოზიციის მიერ "სადამსჯელო პაკეტადაა" მონათლული და "ოცნების" მიერ უკვე ინიცირებულია. 
საქართველოში აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი "ფორმულასთან" ექსკლუზიურ ინტერვიუში იმედს გამოთქვამს, რომ  "ეს კანონი გადაიხედება მიღებამდე"
“მე არ ვეთანხმები ნებისმიერ კანონს, რომელიც ოპოზიციის განვითარებას ზღუდავს. ასევე, ზღუდავს მის წვდომას მედიაზე, რომ მიაწოდონ ამომრჩეველს სრული ინფორმაცია. იმედი მაქვს, ეს კანონი გადაიხედება მიღებამდე”, - ამბობს დეგნანი ინტერვიუში. 
ამერიკელი დიპლომატი საქართველოს ოპოზიციურ სპექტრსაც შეეხო და თქვა, რომ 30-წლიანი დემოკრატიის გათვალისწინებით, ქვეყანას ძლიერი და განვითარებული ოპოზიცია უნდა ჰყავდეს.
“რაც ახლა უნდა ხდებოდეს, ქართული 30-წლიანი დემოკრატიის კონტექსტში, არის ის, რომ საქართველოს ჰყავდეს ძლიერი, განვითარებული ოპოზიცია. გრძელვადიან პერსპექტივაში ერთპარტიული პარლამენტი იქნება ძალიან იმედგამაცრუებელი უკანგადადგმული ნაბიჯი”, ამბობს აშშ-ის ელჩი საქართველოში.
საზოგადოებაში არსებული სკეპტისიზმის მიუხედავად, კელი დეგნანი არ მიიჩნევს, რომ მოლაპარაკების პროცესი ჩიხშია შესული.
“არ მგონია, რომ პროცესი ჩიხშია. ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ 9 პარტია, მიუხედავად სერიოზული განსხვავებებისა, მოლაპარაკების მაგიდასთან ზის და ცდილობს, რომ პროცესი წინ წაწიოს. რაც ახლა გვჭირდება, ეს არის პოლიტიკური ნება და პოლიტიკური გამბედაობა, რათა გადაიდგას ნაბიჯი გამოსავლისკენ. იმედი მაქვს, მხარეები ამას შეძლებენ და საქართველოს ინტერესებს, საკუთარ პარტიულ ინტერესებზე მაღლა დააყენებენ”, - აცხადებს ელჩი დეგნანი "ფორმულასთან" ინტერვიუში. 
შეგახსენებთ, რომ 17 დეკემბერს, ირაკლი კობახიძემ განცხადება გააკეთა ახალ კანონპროექტზე და თქვა, რომ კანონპროექტით გათვალისწინებული შეზღუდვები შეეხება პარტიებს, რომლებიც:
  • სრულად არ ითვისებენ საპარლამენტო მანდატებს, ან არასაპატიო წესით აცდენენ პარლამენტის პლენარულ სხდომებს.
  • პარტიას, რომლის წევრებსაც საპარლამენტო მანდატები შეუწყდებათ, სახელმწიფო დაფინანსება შეუწდებათ ან ერთი წლით შეუჩერდებათ.
  • იგივე  პარტიები ვერ ისარგებლებენ მუნიციპალური და საპარლამენტო არჩევნებისთვის განკუთვნილი უფასო საეთერო დროით.
  • რეგლამენტში შესატანი ცვლილება ითვალისწინებს შრომის ანაზღაურების განულებას იმ პარლამენტის წევრებისთვის, რომლებიც თვის განმავლობაში არცერთ პლენარულ სხდომას არ დაესწრებიან.
აქვე გეტყვით, რომ კანონპროექტის შინაარსის გამო მმართველმა პარტიამ კრიტიკა დაიმსახურა აშშ-ის სენატის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე ჯიმ რიშისგან, ასევე ევროპარლამენტში ყველაზე მეტი მანდატით წარდგენილი ევროპის სახალხო პარტიისგან, რომელმაც ხელისუფლებისთვის გაგზავნილ წერილში აღნიშნა: ნაცვლად ოპოზიციის შეზღუდვისა, იპოვეთ გამოსავალი.
share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 100

Eti Saladze

(718) 305-1606
Brooklyn, NY
  • 80

WORLD CLASS MMA & JUDO

(267) 792-9400
Philadelphia, PA
  • 80

ია შუბითიძე

(706) 242-7354
Cumming, GA
  • 60

წმ.თამარ მეფის ეკლესია

(571) 213-8895
Washington, D.C.
NO IMAGE
  • 60

ლია ბარნაბიშვილი

(718) 490 3179
,