21/12/202 074 ნახვა წყარო: mtavari.tvფოტო: mtavari.tv

ესებუა ისევ გაიქცა - მორიგი წარუმატებელი სპეცოპერაციის დეტალები

სოფელ ყულიშკარში სროლის ხმა გვიან ღამით ისმოდა. დილით ადგილობრივებმა გაიგეს, რომ ბოლო დროის ყველაზე გახმაურებული ძარცვიდან ორი თვის შემდეგ, ბადრი ესებუა პოლიციას კიდევ ერთხელ გაექცა. 
გზიდან გადავარდნილ ავტომობილს სავარაუდოდ ცეცხლსასროლი იარაღის ნატყვიარი ემჩნევა. საეჭვოა ისიც, რომ მანქანას ნომრები მოხსნილი აქვს.
"მთავარი არხთან" საუბრისას, პოლიციის თანამშრომლებმა სპეცოპერაციის ჩატარება კატეგორიულად უარყვეს და თქვეს, რომ ბადრი ესებუას გაქცევის შესახებ არაფერი იციან და ადგილზე ავტოსაგზაო შემთხვევის გამოსაძიებლად მივიდნენ.
პირი, რომელსაც ბადრი ესებუა ავტომობილით გადაჰყავდა "მთავარი არხის" ინფორმაციით, შალვა გულუაა. 
ის დისტრიბუციის მანქანაზე მუშაობდა და წალენჯიხიდან სოფელში პური დაჰქონდა. სავარაუდოდ, როგორც დისტრიბუტორს, მას ღამით გადაადგილების საშვიც ჰქონდა. ადგილზე პოლიციამ მისი პირადობის დამდასტურებელი მოწმობა იპოვა.
შმაგი გულუა თავდაცვის სამინისტროს ყოფილი თანამშრომელია, თუმცა მისი ოჯახის წევრებს უჭირთ გაიხსენონ მსახურობდა თუ არა შმაგი ჯარის სწორედ იმ ნაწილში, სადაც ძებნილი ესებუა.
გულუას ოჯახის წევრების ინფორმაციით, ის ორი კვირის წინ სამუშაოდ პოლონეთში გაემგზავრა და ამ დრომდე ახლობლებს მხოლოდ მესენჯერის საშუალებით ეკონტაქტება, მისი კუთვნილი მანქანის მოდელი კი სოფელ ყულიშკარში გადაჩეხილ მანქანისას არ ემთხვევა.
შსს-ს სოფელ ყულიშკარში მომხდარი საქმის შესახებ ოფიციალური განცხადება ჯერ არ გაუკეთებია, შესაბამისად არავის აუხსნია რატომ უნდა გაეგოთ ადგილობრივებს ავტოსაგზაო შემთხვევისას სროლის ხმა, ან რატომ უნდა მოეხსნა ავტომობილის მძღოლს ნომრები და მიმალულიყო. 
share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

NO IMAGE
  • 60

ლია ბარნაბიშვილი

(718) 490 3179
,
  • 60

გენ. საკონსულო ნიუ იორკში

(212) 922-1722
New York, NY
  • 80

წმ. დავითის სახელობის მონასტერი

Hanover Township, PA
  • 60

SOPHIE KVANTALIANI

(908) 240-2610
, NJ
  • 80

Dali Khokhobashvili

(347) 628-0818
Brooklyn, NY