21/12/201 332 ნახვა წყარო: ipn.geფოტო: ipn.ge

სერგი კაპანაძე - ივანიშვილს ჯერ კიდევ აქვს ილუზია, რომ მუქარებით შეაცვლევინებს პოზიციას პარტიებს

ივანიშვილს ჯერ კიდევ აქვს ილუზია, რომ მუქარებით შეაცვლევინებს პოზიციას იმ პარტიებს, რომლებიც მოქმედებენ საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე და თავიანთი ამომრჩევლის დაკვეთით, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, სერგი კაპანაძემ პარტიების დაფინანსების შესაძლო შეწყვეტაზე საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, ოპოზიცია თავის პოზიციას არ შეიცვლის.
„ქართული ოცნება“ აგრძელებს მუქარას იმისთვის, რომ ოპოზიციურმა პარტიებმა შეცვალონ თავიანთი გადაწყვეტილებები და პარლამენტში შევიდნენ. მათ ემუქრებიან, რომ თუ ასე არ მოიქცევიან, შეუწყდებათ დაფინანსება და „ნაცინალურ მოძრაობას“ საერთოდ მოხსნიან რეგისტრაციიდან. ივანიშვილს ჯერ კიდევ აქვს ილუზია, რომ მუქარებით შეაცვლევინებს პოზიციას იმ პარტიებს, რომლებიც მოქმედებენ საზოგადოებრივი ინტერსიდან გამომდინარე და თავიანთი ამომრჩევლის დაკვეთით, რაც რა თქმა უნდა, ასე არ მოხდება. ჩვენ ამ პოზიციას არ შევიცვლით. მათ თუ უნდათ კრიზისის განმუხტვა, გამოსავალი იქნება მხოლოდ ახალი არჩევნები და ამაზე შეთანხმება ჩვენი პარტიონი ქვეყნების დიპლომატების მონაწილეობით და არა მუქარა, დაფინანსების გაუქმება და „ნაციონალური მოძრაობის“ რეგისტრაციიდან მოხსნა. თუ ამას გააკეთებენ, ბუნებრივია ეს იქნება მორიგი დადასტურება იმ დიქტატურის გზის, რომელზეც ივანიშვილი შედგა და რომლიდანაც ყველას ერთად მოგვიწევს, რომ ჩავხსნათ“,- განაცხადა კაპანაძემ.
ამასთან, როგორც მან აღნიშნა, მოლაპარაკების მეხუთე რაუნდზე მთავარი საკითხი ახალი არჩევნები უნდა იყოს.
„ჩვენ ველოდებით მეხუთე რაუნდს, ჩვენი მხრიდან მონაწილეობა დადასტურებული გვაქვს, რომ მზად ვართ განვიხილოთ ყველა საკითხი, მაგრამ პირველ რიგში არჩევნების თემა და ამის ირგვლივ მზად ვართ, ნებისმიერ ფორმატში ვიყოთ კონსტრუქციულად ჩართულები. თუ, რა თქმა უნდა, ეს არ იქნება განხილვის თემა, მაშინ შეხვედრას არანაირი აზრი არ აქვს. აქვე, ევროკავშირის ელჩსაც დავესესხები, რომ ძალიან ართულებს ამ მოლაპარაკებების პროგრესს ის ინიციატივები,რომლებიც შემოიტანა „ქართლმა ოცნებამ“ და რომლითაც ამაყობს ირაკლი კობახიძე“, - განაცხადა კაპანაძემ.
share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 60

Larisa Tenberg

(215) 713-6464
PHILADELPHIA, PA
NO IMAGE
  • 60

Maia Beridze

(347) 236-5921
,
  • 80

წმ. დავითის სახელობის მონასტერი

Hanover Township, PA
  • 80

Max Chania REALTOR

(215) 776-7093
Jenkintown, PA
  • 60

GBM Truck Service

(973) 527-3620
Stanhope, New Jersey