21/12/201 209 ნახვა წყარო: mtavari.tvფოტო: mtavari.tv

მამუკა მდინარაძე იუსტიციის მინისტრად - მთავრობის შემადგენლობაში ისევ ცვლილებებია მოსალოდნელი

მთავრობის შემადგენლობაში, რომელსაც ერთპარტიული პარლამენტი ნდობას კვირის ბოლოს გამოუცხადებს, ისევ ცვლილებებია მოსალოდნელი. ვაკანტური გახდება იუსტიციის მინისტრის თანამდებობა, რადგან ამ პოსტზე წარდგენილი გოჩა ლორთქიფანიძე ჰააგაში სისხლის სამართლის მოსამართლედ დაინიშნა.
"მთავარის" ინფორმაციით, ის, შეიძლება, მამუკა მდინარაძემ ჩაანაცვლოს. თუმცა, ინფორმაციის დაზუსტება, უშუალოდ დეპუტატებმა, ჯერ არ ისურვეს. 
"მივესალმებით პრემიერობის კანდიდატის, გიორგი გახარიას, მიერ წარმოდგენილ მთავრობას და ერთერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტი, თქვენც აღნიშნეთ, გოჩა ლორთქიფანიძის ჰააგის სასამართლოში მოსამართლედ არჩევასთან დაკავშირებით. რა თქმა უნდა, არ შემიძლია არ მივესალმო ამ ყველაფერს და ეს ფაქტი კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ მინისტრთა კაბინეტიდან შემოთავაზებული კანდიდატები არიან მაღალპროფესიონალები", - ამბობს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ნინო წილოსანი.
პარალელურად, ვრცელდება ინფორმაცია, რომ კულტურის, მეცნიერებისა და განათლების სამინისტროს კულტურის სამინისტრო ცალკე უწყებად გამოეყოფა, რომელსაც, შესაძლოა, თეა წულუკიანმა ან პიანისტმა ელისო ბოლქვაძემ უხელმძღვანელოს.
შეგახსენებთ, რომ ერთპარტიულ პარლამენტში მინისტრთა კაბინეტის წევრების მოსმენა გრძელდება - საკუთარი უწყების გეგმებზე უკვე ისაუბრეს რეგიონული განვითარების, ეკონომიკის, სოფლის მეორნეობისა და ფინანსთა მინისტრობის კანდიდატებმა. 
share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 0

წმ.გრიგოლ ხანძთელის სახელობის ეკლესია

(224) 650-0238
Manville, NJ
  • 80

Max Chania REALTOR

(215) 776-7093
Jenkintown, PA
  • 80

გენ. საკონსულო ნიუ იორკში

(212) 922-1722
New York, NY
  • 40

ღვთისმშობლის შობის სამრევლო ბრუკლინში

(347) 417-1741
Brooklyn, NY
  • 0

GFlex

(322) 052704
Tbilisi,