20/02/201 694 ნახვა წყარო: ipn.geფოტო: ipn.ge

გაერთიანებული სამეფო რუსეთის „გრუ“-ს მიერ საქართველოზე განხორციელებულ კიბერშეტევას გმობს

გაერთიანებულმა სამეფომ, საქართველომ და საერთაშორისო პარტნიორებმა გამოააშკარავეს, რომ „გრუ“ - რუსეთის სამხედრო დაზვერვის სამსახური - პასუხისმგებელია საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებულ რამდენიმე მნიშვნელოვან კიბერშეტევაზე, - ამის შესახებ ნათქვამია საქართველოში ბრიტანეთის საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში. როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, გაერთიანებული სამეფოს ეროვნული კიბერ უსაფრთხოების ცენტრმა (NCSC), დიდი ალბათობით დაადგინა, რომ 2019 წლის 28 ოქტომბერს „გრუ“-მ განახორციელა მასშტაბური და ზიანის მომტანი კიბერშეტევები.
ისინი მიმართული იყო სხვადასხვა ქართული ვებ-პროვაიდერების მიმართ, რამაც შედეგად გამოიწვია ვებ-გვერდების სახეცვლილება, მათ შორის საქართველოს მთავრობის, სასამართლოების, არასამთავრობო სექტორის, მედია და ბიზნეს ორგანიზაციების ვებ გვერდების. კიბერშეტევამ ასევე შეაფერხა რამდენიმე ნაციონალური ტელეარხის მაუწყებლობა.
„ეს კიბერშეტევები ნაწილია იმ მტრული და დესტაბილიზაციის გამომწვევი გრძელვადიანი კამპანიისა, რომელსაც რუსეთი ახორციელებს საქართველოს წინააღმდეგ. გაერთიანებული სამეფო მკაფიოა იმაში, რომ „გრუ“-ს მიერ განხორციელებული ეს კიბერშეტევები არის მცდელობა შეარყიოს საქართველოს სუვერენიტეტი, დათესოს გაურკვევლობა და ზიანი მიაყენოს ქართველი ხალხის ყოვედლღიურ ცხოვრებას. გაერთიანებული სამეფო რჩება საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდამჭერად“, - ნათქვამია განცხადებაში. აღნიშნულს ეხმაურება გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრი, დომინიკ რააბი.
„გრუ“-ს უპასუხისმგებლო და თავზეხელაღებული კიბერშეტევების კამპანია საქართველოს, სუვერენული და დამოუკიდებელი სახელმწიფოს, წინააღმდეგ კატეგორიულად მიუღებელია. რუსეთის მთავრობას აქვს არჩევანი: გააგრძელოს ეს აგრესიული მოქმედებების სერია სხვა სახელმწიფოების მიმართ, ან გახდეს პასუხისმგებლიანი პარტნიორი, რომელიც პატივს სცემს საერთაშორისო სამართალს. გაერთიანებული სამეფო გააგრძელებს მათ გამოაშკარავებას, ვინც ახორციელებს უგუნურ კიბერშეტევებს და ჩვენს პარტნიორებთან მუშაობას „გრუ“-ს დამაზიანებელი მოქმედებების აღსაკვეთად“, - განაცხადა დომინიკ რააბმა.
შეგახსენებთ, საქართველოს საგარეო უწყებაში გამართულ ბრიფინგზე ითქვა, რომ საქართველოში, 2019 წლის 28 ოქტომბერს კიბერშეტევა რუსეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მიერ განხორციელდა.
share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 9-ზე - 29 ნოემბერი, 2023.
      10 საათზე, 29 ნოე
    • მთავარი 9-ზე - 25 ნოემბერი, 2023.
      9 საათზე, 25 ნოე
    • მთავარი 9-ზე - 21 ნოემბერი, 2023.
      9 საათზე, 21 ნოე
    • კურიერი - 21 ნოემბერი, 2023.
      9 საათზე, 21 ნოე
    • მოამბე 21 საათზე - 21 ნოემბერი, 2023.
      9 საათზე, 21 ნოე
    • პირველები - 21 ნოემბერი, 2023.
      8 საათზე, 21 ნოე

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • საჯარო პოლიტიკა - 29 ნოემბერი, 2023.
      29 ნოემბერი
    • გიორგი თარგამაძის ფორმულა - 29 ნოემბერი, 2023.
      29 ნოემბერი
    • დღის სტუმარი - 29 ნოემბერი, 2023.
      29 ნოემბერი
    • დღის ამბები - 29 ნოემბერი, 2023.
      29 ნოემბერი
    • სპექტრი - 29 ნოემბერი, 2023. აკია ბარბაქაძე
      29 ნოემბერი
    • ანეგდოტების შოუ - 26 ნოემბერი, 2023.
      27 ნოემბერი
    • P.S. - 26 ნოემბერი, 2023.
      27 ნოემბერი
    • დროება - 26 ნოემბერი, 2023. ვარდების რევოლუციის რევიზია - ახალი კონტექსტი, ღირსების რევოლუცია 2024 საარჩევნო ყუთებთან
      26 ნოემბერი
    • კვირაში ერთხელ - 25 ნოემბერი, 2023. შუა უნდა შეიკრიბოს?
      25 ნოემბერი
    • ნოდარ მელაძის შაბათი - 25 ნოემბერი, 2023.
      25 ნოემბერი
    • ღამის მთავარი - 21 ნოემბერი, 2023.
      21 ნოემბერი
    • კომენტარი - 21 ნოემბერი, 2023.
      21 ნოემბერი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 100

SOPHIE KVANTALIANI

(908) 240-2610
, NJ
  • 100

DudAna

(718) 864-2140
Forest Hills, NY
NO IMAGE
  • 0

Law Offices of Dizengoff and Yost

(267) 223-5862
Philadelphia, PA
  • 0

წმ.გრიგოლ ხანძთელის სახელობის ეკლესია

(224) 650-0238
Manville, NJ
  • 60

Natalia Vassilieva

(718) 676-9061
BROOKLYN, NY