ირაკლი სესიაშვილი კიბერშეტევაზე - პოლიტიკურად ძალიან მძიმე ბრალდებაა რუსეთისთვის, რაზეც პასუხის გაცემა მოუწევს
ეს პოლიტიკურად ძალიან მძიმე ბრალდებაა რუსეთისთვის, ცხადია, ამაზე რუსეთს მოუწევს პასუხის გაცემა,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც გამოეხმაურა რუსეთის „გრუ“-ს მიერ საქართველოზე განხორციელებულ კიბერშეტევას. მისივე თქმით, ამ ფაქტს საერთაშორისო საზოგადოება მნიშვნელოვან ყურადღებას დაუთმობს.
"რუსეთი თავის აგრესიულ მეთოდებს აგრძელებს , ამ შემთხვევაში, ჰიბრიდული მეთოდებით საქართველოს წინააღმდეგ, რითაც საერთაშორისო სამართალი ირღვევა. მათი მიზანი არის ერთი მხრივ, სახელმწიფო უწყებების შეფერხება, მეორე მხრივ კი, საზოგადოების დაშინება. მივესალმები, რომ საქმე გამოძიებულია. მადლობა მინდა გადავუხადო ჩვენს ევროპელ და ამერიკელ პარტნიორებს, რომლებიც ჩართულნი იყვნენ პროცესში და მნიშვნელოვანი მხარდაჭერა გაგვიწიეს. ჩვენ ცხადია, ამ საფრთხეებს , რისკებს ვხედავთ მომავალშიც, შესაბამისად, სახელწიფო გადადგამს ნაბიჯებს, რომ სახელმწიფომ კიბერთავდასხმების ნეიტრალიზაცია შეძლოს ",- განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.