17/12/201 104 ნახვა წყარო: mtavari.tvფოტო: mtavari.tv

წულუკიანის და იუსტიციის სამინისტროს განუზომელი როლია ამაში - კობახიძე "რუსთავი2"-ზე

"ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივანი, ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ სტრასბრუგის სასამართლოში "რუსთავი 2"-ის საქმეზე პირდაპირ იყო ჩართული იუსტიციის სამინისტრო და თეა წულუკიანს განუზომელი როლი აქვს იმაში, რომ ეს საქმე "საქართველოს გამარჯვებით" დამთავრდა.
"ამაში იყო პირდაპირ ჩართული იუსტიციის სამინისტრო, გამომდინარე იქიდან, რომ სწორეს ეს სამინისტრო წარმოადგენს სახელმწიფოს ინტერესებს სტრასბურგის სასაამრთლოს წინაშე, აქედან გამომდინარე იუსტიციის სამინისტროს წვლილი ამ საქმის საქართველოს სასარგებლოდ მოგებაში არის ბუნებრივია ძალიან დიდი და ამაზე საუბრობდა თეა წულუკიანი. თეა წულუკიანის პირადად და იუსტიციის სამინისტროს როლი არის განუზომელი იმაში, რომ საქართველომ გაიმარჯვა ამ საქმეში და არა მეორე მხარემ, რომელიც უპირისპირდება საქართველოში დემოკრატიულ განვითარებას", - თქვა ირაკლი კობახიძემ. 
მან აღნიშნა, რომ იუსტიციის სამინისტრო საქართველოს ინტერესების სადარაჯოზე იდგა.
"ქართული ოცნების" დეპუტატმა და ყოფილმა იუსტიციის მინისტრმა გუშინ, 16 დეკემბერს, "რუსთავი 2"-ის ეთერში, ტელევიზიის წამყვანებს უთხრა, რომ მათ ტელევიზია "ქართულმა ოცნებამ" დაუბრუნდა და ამაში იუსტიციის სამინისტროს "ტიტანური შრომა" დევს.  გადაცემის წამყვანის რეპლიკას - "ქალბატონო თეა, რუსთავი 2 დააბრუნა ევროპის სასამართლომ", წულუკიანმა უპასუხა, რომ ამისთვის მათ ძალიან ბევრი იშრომეს და "კანონიერება თავისით არ აღსდგა".
share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 80

გენ. საკონსულო ნიუ იორკში

(212) 922-1722
New York, NY
  • 80

Georgian bread

(215) 677-4323
PHILADELPHIA, PA
  • 60

OLGA GORELIK

(718) 596-8888
Brooklyn, NY
  • 80

Sendex

(929) 442 1252
Brooklyn, NY
  • 100

Tatyana Edwards-Behar

(619) 699-5875
San Diego, CA