14/12/20950 ნახვა წყარო: radiotavisupelba.geფოტო: radiotavisupelba.ge

"ქართულ ოცნება" მოითხოვს, რომ "სამართლიანმა არჩევნებმა" კიდევ ერთი შეცდომა აღიაროს

მმართველმა პარტია „ქართულმა ოცნებამ“ არასამთავრობო ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნებისგან“ მოითხოვა უმოკლეს ვადაში წარმოადგინოს ჩამონათვალი საარჩევნო უბნების იმ 8%-ისა, სადაც ორგანიზაციის ინფორმაციით, ბულეტენების სიჭარბე იყო.

„ქართული ოცნების“ ოფისში დღეს გამართულ ბრიფინგზე პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ „სამართლიანი არჩევნების“ მიერ რამდენიმე დღის წინ გავრცელებულ „სკანდალურ განცხადებას,“ რომლითაც აღიარა უხეში ხარვეზი ხმის პარალელურ დათვლაში, ე.წ. PVT-ში, 13 დეკემბერს დაემატა ორგანიზაციის ხელმძღვანელის „კიდევ უფრო სკანდალური განცხადება იმის შესახებ, რომ მან უხეში ხარვეზის შესახებ, ჯერ კიდევ ნოემბრის ბოლოს ყველაფერი იცოდა“.
კობახიძის თქმით, „მიუხედავად იმისა, რომ PVT-ზე დაყრდნობით რადიკალური ოპოზიცია ვითარების კრიზისში შეყვანას ყოველდღიურად ცდილობდა, „სამართლიანი არჩევნების“ ხელმძღვანელი მომდევნო ორი კვირის მანძილზე PVT-ის სიყალბეს საგულდაგულოდ მალავდა".
ირაკლი კობახიძის თანახმად, „ქართული ოცნება“ მაქსიმალურად შეეცადა არასამთავრობო ორგანიზაციისთვის აერიდებინა რეპუტაციული ზიანი და საჯაროდ შეგნებულად არ გამოთქვა საფუძვლიანი ვარაუდი PVT-ის მანიპულაციასთან დაკავშირებით, რასაც დახურულ შეხვედრებზე აფიქსირებდნენ:
„თუმცა, სამწუხაროდ, „სამართლიანი არჩევნების“ ხელმძღვანელმა ჩვენს თავაზიან მიდგომას დაუპირისპირა არასათანადო პასუხი, რაც კიდევ უფრო სამწუხაროა. ორგანიზაციის სახელით გავრცელებულ განცხადებაში მან შეიტანა ორი ინფორმაცია, რომელიც ერთმნიშვნელოვნად შეიძლება შეფასდეს, როგორც უხეშად მცდარი. პირველი - განცხადებაში აღინიშნა, რომ, თითქოს, შესწორება არ ახდენს გავლენას მანდატების განაწილებაზე, მაშინ, როდესაც PVT-ის პირველადი მონაცემების მიხედვით, „ქართულ ოცნებას“ ჯამურად 4-ით ნაკლები საპარლამენტო მანდატი ერგებოდა“.
კობახიძის შეფასებითვე, მეორე და ბევრად უფრო მნიშვნელოვანი მცდარი ინფორმაცია უკავშირდება ოქმებში დაფიქსირებულ დისბალანსს: „კერძოდ, „სამართლიანმა არჩევნებმა“ კიდევ ერთხელ გაიმეორა პირველ განცხადებაში გავრცელებული შემდეგი მცდარი შეფასება: „გამოკვეთილი ტენდენციის სახე ჰქონდა შემაჯამებელ ოქმებში დისბალანსის ისეთ შემთხვევებს, როცა ბიულეტენების რაოდენობა აღემატებოდა ამომრჩეველთა ხელმოწერების რაოდენობას, რაც დარღვევას წარმოადგენს. ამასთან, რიგ უბნებზე მოცემული დისბალანსი მნიშვნელოვნად აჭარბებდა ერთეულ შემთხვევებს. მოცემული დარღვევა საარჩევნო უბნების 8%-ზე დაფიქსირდა“.
ირაკლი კობახიძის განცხადებით, „ეს შეფასება არის ისეთივე უხეშად მცდარი, როგორიც იყო PVT-ის პირველადი მონაცემები. ბიულეტენების მეტობა მთელი ქვეყნის მასშტაბით საბოლოოდ დაფიქსირდა 3847-დან მხოლოდ 19 უბანზე და ჭარბი ბიულეტენების ჯამური რაოდენობა იყო 2 მილიონამდე ბიულეტენიდან 25 ბიულეტენი“.
კობახიძის თქმით, მათ განახრციელეს „სამართლიანი არჩევნების“ მიერ შეტანილი სარჩელებისა და გასაჩივრებული უბნების მონაცემების საფუძვლიანი ანალიზი და დაადგინეს, რომ ბიულეტენების სიჭარბე ამ ორგანიზაციის მიერ დათვლილი საარჩევნო უბნების არათუ 8, 1%-შიც კი არ დაფიქსირებულა და PVT-ის დეტალური ანგარიშის თანახმადაც, ბიულეტენების მეტობა 1000-მდე დათვლილი უბნიდან მხოლოდ 8 უბანზე აღინიშნა, საიდანაც მეტნაკლებად არსებითი დისბალანსი მხოლოდ 3 უბანზე დაფიქსირდა.
ირაკლი კობახიძის ინფორმაციით, 17 ნოემბერს გამართულ შეხვედრაზე და მოგვიანებითაც ორგანიზაციის ხელმძღვანელს არაერთხელ თხოვეს განმარტება 8%-იან მაჩვენებელთან დაკავშირებით, თუმცა, ამ შემთხვევაშიც, „მისი პასუხები ისეთივე სუსტი იყო, როგორც PVT-სთან დაკავშირებით".
„ქართული ოცნება“ მოითხოვს „სამართლიანი არჩევნების“ ხელმძღვანელისგან, უმოკლეს ვადაში წარმოადგინოს იმ საარჩევნო უბნების 8%-ის ჩამონათვალი, სადაც ორგანიზაციის მტკიცებით, ბიულეტენების სიჭარბე გამოვლინდა, ხოლო წინააღმდეგ შემთხვევაში „აღიაროს კიდევ ერთ უხეში ხარვეზი და ბოდიში მოუხადოს ქართულ საზოგადოებას და საერთაშორისო პარტნიორებს უხეშად მცდარი ინფორმაციის გავრცელებისა და რადიკალური ოპოზიციის რევოლუციური სცნარის ხელშეწყობისთვის“.
ირაკლი კობახიძის განცხადებით, ამ ხარვეზის გადამოწმებასა და შესაბამისი უბნების მონაცემების გამოქვეყნებას ზუსტად ერთი დღე სჭირდება.
„ქართული ოცნება“ ორგანიზაციის დონორებს თხოვს, დაინტერესდნენ „სამართლიანი არჩევნების“ მიერ „კიდევ ერთი უხეშად მცდარი ინფორმაციის გავრცელების მიზეზითა და მოტივით".
share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 0

WORLD CLASS MMA & JUDO

(267) 792-9400
Philadelphia, PA
  • 100

Gzavnili

(718) 676-0022
Brooklyn, New York
  • 0

OLGA GORELIK

(718) 596-8888
Brooklyn, NY
  • 0

Tatiana Aristova, Esq.

(215) 355-9095
FEASTERVILLE-TREVOSE, PA
  • 100

Georgian bread

(215) 677-4323
PHILADELPHIA, PA