20/02/201 396 ნახვა წყარო: ipn.geფოტო: ipn.ge

ანრი ოხანაშვილი - კიდევ ერთი კრიმინალური მენტალიტეტის მქონე ადამიანი, ე.წ. ლიდერი შეუერთდა კრიმინალური მენტალიტეტის მქონე ლიდერთა ჯგუფს

რომელ პოლიტიკურ შანსზეა საუბარი? კრიმინალური მენტალიტეტის მქონე ადამიანების ადგილი არ არის ქართულ პოლიტიკაში,- ასე პასუხობს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი ჟურნალისტების კითხვას ვანო მერაბიშვილის პოლიტიკურ შანსებთან დაკავშირებით.
ანრი ოხანაშვილი ამბობს, რომ არჩევნებში დამაჯერებელ გამარჯვებას "ქართული ოცნება" მოიპოვებს, ხოლო ვანო მერაბიშვილს "სისტემური დანაშაულის მსხვერპლი ადამიანები გასცემენ პასუხს."
ივანე მერაბიშვილი არის მხილებული უმძიმესი დანაშაულების ჩადენაში, ეს ადამიანი არის კრიმინალური მენტალიტეტის მქონე ადამიანი და ეს ნათლად გამოჩნდა დღეს კიდევ ერთხელ. მე შემიძლია გითხრათ, რომ კიდევ ერთი კრიმინალური მენტალიტეტის მქონე ადამიანი, ე.წ. ლიდერი შეუერთდა იმ კრიმინალური მენტალიტეტის მქონე ლიდერთა ჯგუფს, რასაც წარმოადგენს "ნაცმოძრაობა" მისი სატელიტი პარტიებით. ამ ადამიანს პასუხს გასცემენ ის დაზარალებულები, იმ სისტემური დანაშაულის მსხვერპლი ადამიანები, ვინც ამ ადამიანმა გააუბედურა, ჯერ ისინი უპასუხებენ მათ და ისინი გასცემენ პასუხს. რაც შეეხება პოლიტიკურად, ჩვენ ადრეც განგვიცხადებია და იცით, რომ "ქართული ოცნება" დამაჯერებელ გამარჯვებას მოიპოვებს და "ნაციონალური მოძრაობა" დასრულდება საპარლამენტო არჩევნებში. კრიმინალური მენტალიტეტის მქონე ადამიანების ადგილი არ არის ქართულ პოლიტიკაში, კრიმინალურ მენტალიტეტს ვებრძვით ჩვენ, ვაგრძელებთ ბრძოლას და საზგადოება გამოიტანს განაჩენს როგორც პოლიტიკურად, ასევე მორალური თვალსაზრისით. რომელ პოლიტიკურ შანსზეა საუბარი?"- განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 100

Eti Saladze

(718) 305-1606
Brooklyn, NY
  • 80

Irine Javakhadze

(215) 519-5678
Southampton, PA
  • 80

Max Chania REALTOR

(215) 776-7093
Jenkintown, PA
  • 60

წმ.თამარ მეფის ეკლესია

(571) 213-8895
Washington, D.C.
  • 80

გენ. საკონსულო ნიუ იორკში

(212) 922-1722
New York, NY