12/12/201 033 ნახვა წყარო: ipn.geფოტო: ipn.ge

დავით ბაქრაძე - დღეს საარჩევნო ყუთების გადათვლით შეიძლება აღმოჩნდეს, რომ „ქართულ ოცნებას“ 70% აქვს და ოპოზიციამ გააყალბა არჩევნები

დღეს იმ ყუთების გადათვლით შეიძლება აღმოჩნდეს, რომ „ქართულ ოცნებას“ 70% აქვს და ოპოზიციამ გააყალბაარჩევნები ,- ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა დავით ბაქრაძემ განაცხადა და ხელისუფლების შეთავაზებას ბიულეტენების გადათვლასთან დაკავშირებით არასერიოზული წინადადება უწოდა.
როგორც ბაქრაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა, როდესაც ბიულეტენების გადათვლის დრო იყო, მათი საჩივრები არ დააკმაყოფილეს, არც საოლქო საარჩევნო კომისიებში და არც რომელიმე ინსტანციის სასამართლოში.
ამასთანავე დავით ბაქრაძემ საგამოძიებო კომისიის შექმნის შესახებ შეთავაზებას ოპოზიციის პარლამენტში შესაყვანად დაგებული მახე უწოდა.
„დავიწყოთ იმით, რომ საკითხის ასე დაყენება - პარლამენტში შემოდი და მერე გამოვიძიოთ და ვნახოთ რა იქნებაო, არასწორია. „ოცნების“ ხედვით, კრიზისი უნდა განიმუხტოს პარლამენტში ოპოზიციის შეტყუებით და არა რეალურად გამოსავლის მოძებნით. ამიტომ სატყუარად ფულს დაგიდებენ, შემოდი და დაფინანსებას მოგცემო, თუ კომისიას დაგიდებენ, რომ შემოდი და კომისიას შეგიქმნიო, დიდი განსხვავება არ არის. თანაც, მეორე, დღეს რა უნდა გამოიკვლიოს ამ კომისიამ მაშინ, როდესაც ჩვენ შეგვქონდა ასეულობით საჩივარი და არცერთი საჩივარი არ განიხილა ცესკო-მ შინაარსობრივად. ყველა ინსტანციის სასამართლოში გვქონდა შეტანილი და ყველა ინსტანციის სასამართლომ უარი გვითხრა საჩივრებზე. მაშინ, როცა საჩივრების განხილვის, მართლა შემოწმებისა და გადამოწმების დრო იყო, ყველაფერზე უარი გვითხრეს და დღეს უნდა გადავთვალოთ იმ ყუთებში რამე ? ვინ იცის რა არის შიგნით? დღეს იმ ყუთების გადათვლით შეიძლება აღმოჩნდეს, რომ „ქართულ ოცნებას“ 70% აქვს და ოპოზიციამ გააყალბა არჩევნები. ვინმემ იცის, რა დევს იმ ყუთებში თვენახევრის შემდეგ? როგორ შეიძლება სერიოზულად აღიქვა წინადადება, რომ ყუთი, რომელიც ჩაკეტილია უბანზე, რომლის გასაღებიც უბნის თავმჯდომარეს აქვს, რომელიც „ქართული ოცნების“ არის, რომლის ბეჭედი და ლუქი აქვს უბნის თავმჯდომარესა და ოლქის თავმჯდომარეს, რომელიც „ქართული ოცნების“ არის, თვენახევრის შემდეგ შეხვიდე და ასეთ პირობებში ბიულეტენები შეამოწმო? იმ ყუთებით დღეს შეიძლება, ცხონებული ბრეჟნევი აირჩიოს საქართველოს პრეზიდენტად, ნებისმიერი ბიულეტენი შეიძლება ეგდოს იმ ყუთში თვენახევრის შემდეგ, ეს ხომ არასერიოზული წინადადებაა. ეს უნდა გაკეთებულიყო არჩევნების მერე, ამიტომ გვქონდა საჩივრები, 800-მდე საჩივარი ჰქონდა ჩვენს პარტიას მხოლოდ დაწერილი. სხვა პარტიებს ჰქონდათ საჩივრები“, - განაცხადა დავით ბაქრაძემ.
share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 0

GFlex

(322) 052704
Tbilisi,
  • 100

Barami

(201) 333-2200
, NY, NJ, DE, CA
  • 60

საქართველოს საელჩო ამერიკის შეერთებულ შტატებში

(202) 387-0864
Washington, D.C.
  • 80

Tatiana Aristova, Esq.

(215) 355-9095
FEASTERVILLE-TREVOSE, PA
  • 60

Guest House Restaurant

(718) 891-3111
Brooklyn, NY