20/02/201 602 ნახვა წყარო: ipn.geფოტო: ipn.ge

დავით ჭიჭინაძე - მერაბიშვილის გარეთ გამოსვლა ადრე იყო და შესაბრუნებელია

ვფიქრობ, პირველივე განცხადება მიანიშნებს იმაზე, რომ ამ ადამიანისთვის გარეთ გამოსვლა ადრე იყო და შესაბრუნებელია,- ამის შესახებ დეპუტატმა დავით ჭიჭინაძემ განაცხადა, რომლითაც ვანო მერაბიშვილის მიერ, ციხიდან გამოსვლის შემდეგ გაკეთებულ კომენტარს გამოეხმურა.
„ეს არის კიდევ ერთხელ ქართველი ხალხის დაცინვა, როდესაც ასეთი ადამიანი გამოყავთ დ ამას პერსპექტივას უტოვებენ. ეს „ქართულმა ოცნებამ“ მოახერხა „ნაციონალური მოძრაობის“ დამნაშავეებთან მიმართებაში, გინდაც გიგი უგულავა იყოს. ახლა არ ვიცი, რას მოახერხებენ, იმედია, მერაბიშვილს იგივე მდგომარეობაში არ ჩააყენებენ, რომ ის ისევ პოლიტპატიმრად აქციონ“ ,- განაცხადა დავით ჭიჭინაძემ. ჭიჭინაძე მიიჩნევს, რომ ის სასჯელი, რაც ვანო მერაბიშვილმა მოიხადა, საკმარისი არაა.
„ამ ადამიანებს საკმაოდ მძიმე დანაშაულებები აქვთ ჩადენილი ჩვენი ქვეყნისა და ხალხის წინაშე და ვფიქრობ, ის სასჯელი, რაც მოიხადეს, არ არის საკმარისი, ყველა დაზარალებული ადამიანი ამ უკმარისობას გრძნობს, განიცდის“ ,- განაცხადა დავით ჭიჭინაძემ. დავით ჭიჭინაძის აზრით, დღევანდელი განცხადებები მიანიშნებს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი წარმომადგენლები კვლავ ძალადობაზე არიან ორიენტირებული.
„თუ ეს ხალხი კიდევ შეეცდება ამ ქვეყანაში ხელისუფლებაში მოსვლას, თან დამხობით, როგორც თვითონ ამბობენ, ვფიქრობ, ეს ყველაფერი მიანიშნებს, რომ ეს ხალხი ისევ და ისევ ძალადობისთვის არის ორიენტორებული და არა კონსტრუქციული პოლიტიკური ცხოვრებისთვის. ვისაც დამხობა, ხალხზე ძალადობა უნდა, მისი ადგილი იქ არის, სადაც იყო“ ,- განაცხადა დავით ჭიჭინაძემ. რაც შეეხება პოლიტიკაში ვანო მერაბიშვილის პერსპექტივებს, დავით ჭიჭინაძის აზრით, ვანო მერაბიშვილი ოპოზიციურ გაერთიანებაში თუ მივა, მაშინ ის უნდა დაიშალოს.
„თუ ვანო მერაბიშვილი იმ ოპოზიციურ გაერთიანებაში მივა, სადაც სხედან, თუ ოდნავ თავმოყვარე ადამიანები არიან, ეს იქნება ბომბის ჩავარდნის ტოლფასი, მაშინ ეს გაერთიანება უნდა დაიშალოს. ალბათ, ხელისუფლებამ მაგიტომ გააკეთა, რომ დაშალოს ეს „ოპოზიციური გაერთიანება“,- განაცხადა დავით ჭიჭინაძემ. ამასთან, დავით ჭიჭინაძის თქმით, იურისტების გასარჩევია, შეიცავს თუ არა დანაშაულის ნიშნებს დამხობასთან დაკავშირებით მერაბიშვილის დღევანდელი განცხადება.
„ეს იურისტების გასარჩევია, თუმცა ყურს ძალიან ცუდად მოხვდა. ნებისმიერ ადამიანს, რომელიც ქვეყანაში განვითარებაზე არის ორიენტირებული და ფიქრობს, რომ ამ ქვეყანას პერსპექტივა უნდა ჰქონდეს ცივილური, რა თქმა უნდა, მათთვის ეს სიტყვა დამხობა, ჩვენ ვიცით, ვინც დაამხეს ამ ქვეყანაში ერთხელ,ზვიად გამსახურდია, ამას ვიმკით დღემდე და ამ რიტორიკის მატარებელი ადამიანები არ იმსახურებენ გარეთ ყოფნას“ ,- განაცხადა დავით ჭიჭინაძემ.
share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 0

საქართველოს საელჩო ამერიკის შეერთებულ შტატებში

(202) 387-0864
Washington, D.C.
  • 100

Dali Khokhobashvili

(347) 628-0818
Brooklyn, NY
  • 100

SOPHIE KVANTALIANI

(908) 240-2610
, NJ
  • 60

OLGA GORELIK

(718) 596-8888
Brooklyn, NY
  • 80

Givi Kutidze

(248) 454-1057
Bloomfield Twp, MI