20/02/201 153 ნახვა წყარო: ipn.geფოტო: ipn.ge

ლევან კობერიძე - ვანო მერაბიშვილის რიტორიკა იმ მეხსიერების გაგრძელებაა, რომელიც მას ეტყობა, პატიმრობამდე ჰქონდა

მისი მხრიდან პოლიტიკური განცხადებები მოვისმინეთ, ახლა დაველოდოთ როგორ გაინაწილებენ ერთმანეთში „ნაციონალური მოძრაობა" და „ევროპული საქართველო" ვანო მერაბიშვილს, საით გაუწევს უფრო გული, - ასე გამოეხმაურა ვანო მერაბიშვილის გათავისუფლებას ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატების“ წევრი ლევან კობერიძე. როგორც ლევან კობერიძე აცხადებს, იმ ადამიანებს, რომლებსაც სახელმწიფოს და ხალხის წინაშე მიუძღვის დანაშაული, არ ფიქრობს, რომ ამ ქვეყანაში როდესმე შეიძლება ჰქონდეთ პოლიტიკური პერსპექტივა.
„რომელ პარტიაში წავა, ეს მათი შიდა სამზარეულოს თემაა, რომელიც ვფიქრობ არც თუ ისე აქტუალური იქნება საქართველოს მოსახლეობისთვის და მომავალი არჩევნებისთვის. პოლიტიკური განცხადებები გააკეთა, თუმცა იმ ადამიანებს, რომლებსაც სახელმწიფოს და ხალხის წინაშე მიუძღვის დანაშაული, არ ვფიქრობ, რომ ამ ქვეყანაში როდესმე შეიძლება ჰქონდეთ პოლიტიკური პერსპექტივა. მე ვფიქრობ, რომ მისი ეს განცხადება და რიტორიკა, რომელიც დღეს ჩვენ მოვისმონეთ, რეალურად არის იმ მეხსიერების გაგრძელება, რომელიც მას ეტყობა, პატიმრობამდე ჰქონდა. შს მინისტრობის დროინდელი რიტორიკით აგრძელებს საუბარს და ასეთი რიტორიკით აპირებს სავარაუდოდ, პოლიტიკაში შესვლას“, - განაცხადა კობერიძემ.

share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 60

Mano SPA

(347) 355-2846
Brooklyn, NY
  • 100

Tatyana Edwards-Behar

(619) 699-5875
San Diego, CA
  • 100

TONE CAFÉ

(718) 332-8082
Brooklyn, NY
  • 60

წმ.თამარ მეფის ეკლესია

(571) 213-8895
Washington, D.C.
  • 100

ია შუბითიძე

(706) 242-7354
Cumming, GA