09/12/201 680 ნახვა წყარო: mtavari.tvფოტო: mtavari.tv

ცხინვალის ე.წ. КГБ - დავაკავეთ თბილისელი მამაკაცი, რომელმაც თავშესაფარი მოითხოვა

ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლების ე.წ. სახელმწიფო უშიშროების კომიტეტი აქვეყნებს ინფორმაციას, რომ 24 ნოემბერს ცხინვალთან დაკავებულმა თბილისელმა მამკაცმა განაცხადა, რომ ე.წ. საზღვარი შეგნებულად დაარღვია, რათა ცხინვალში პოლიტიკური თავშესაფარი და ე.წ, სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის მოქალაქეობა მოეთხოვა.
ცხინვალის ე.წ. კგბ-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ბერიძემ ე.წ. საზღვარი ცხინვალის ბაზრობასთან გადაკვეთა, საკონტროლო-გამშვებ პუნქტთან მივიდა და განაცხადა, რომ პოლიტიკური თავშესაფარი და ე.წ. სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის მოქალაქეობის მიღება სურდა.
არსებობისთვის საჭირო ელემენტარული თანხის არქონა, სამედიცინო მომსახურების ვერმიღება და "საკუთარი მოსახლეობის მიმართ ოფიციალური თბილისის სრული გულგრილობა" - ცხინვალის ცნობით, ეს ის მიზეზებია, რომელიც ბერიძემ ჩამოთვალა, როგორც მისი გადაწყვეტილების განმაპირობებელი.  
ცხინვალის კგბ, ამ ინფორმაციისა და ვიდეოს გავრცელების პარალელურად, საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიასაც აკრიტიკებს, რომლებიც, თითქოსდა, სდუმან "საქართველოში არსებულ უაღრესად სავალალო მდგომარეობაზე". 
რაც შეეხება ბერიძეს, ცხინვალის კგბ-ს ცნობით, ის ჯარიმის გადახდის გარეშე გაათავისუფლეს და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტს გადასცეს, რომელმაც ის თბილისში დააბრუნა. 

share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 40

Alena Shautsova

(917) 885-2261
BROOKLYN, NY
  • 60

SOPHIE KVANTALIANI

(908) 240-2610
, NJ
  • 60

Georgian bread

(215) 677-4323
PHILADELPHIA, PA
  • 80

ია შუბითიძე

(706) 242-7354
Cumming, GA
  • 100

Barami

(201) 333-2200
, NY, NJ, DE, CA