ელჩებმა დაჟინებით გვთხოვეს, ლამის გვეხვეწნენ, არ მოყვეთ დეტალებს - ალეკო ელისაშვილი
ალეკო ელისაშვილის თქმით, ფასილიტატორმა ელცებმა ოპოზიციას სთხოვეს არ თქვან საჯაროდ დეტალები, თუ რაზე მიდის მოლაპარაკებები დახურულ შეხვედრებზე.
"არსად შევსულვარ, არსაიდან გამოვსულვარ, დილიდან რომ ვიღაც ტუტუცებს ყიჟინა აქვთ ატეხილი, რომ ფული ავიღე და სული გავყიდე, ყველას სათითაოდ გავცემ პასუხს" - დაამატა ელისაშვილმა.
შეგახსენებთ მოლაპარაკებების მე-4 რაუნდი რამდენიმე წუთის წინ დასრულდა. შეხვედრიდან გამოსულმა შალვა ნათელაშვილმა კი თქვა, რომ "ნუ ინერვიულებენ რაუნდების რაოდენობაზე, კიდევ გველოდება წინ არაერთი შეხვედრა"
დავით ბაქრაძემ თქვა, რომ ორ მოთხოვნას "ქართულ ოცნება" არ თანხმდება და "შეთანხმების რესურსი არ ჩანს" ხოლო დანარჩენ ორზე - შეთანხმების შესაძლებლობა არსებობს, რაშიც საარჩევნო სისტემის შესაძლო ცვლილებები და მეოთხე - საარჩევნო კოდექსში ცვლილებები იგულისხმება.
"ძალიან ცხარე კამათი იყო ბევრ საკითხთან დაკავშირებით, რაღაც საკითხებზე შევთანხმდით, რაღაც საკითხებზე ვერა. ლამის ვეხვეწე ელჩებს, რომ ვილაპარაკო დეტალებზე, რომ ხალხმა გაიგოს რაზე ვლაპარაკობთ, ერთი სული მაქვს, რომ ხალხს მოვუყვე რაზე მიდის ლაპარაკი, რაზე ვარ მე პირადად თანახმა, რაზე არ ვარ. ქართული ოცნება რას იხვეწება ეგ არ მაინტერესებს, ელჩებმა დაჟინებით გვთხოვეს, ლამის გვეხვეწნენ, რომ არ მოყვეთ დეტალებსო, შესაბამისად ისევ უნდა ვიწვალო, თუმცა დათქმაა, რომ ძალიან მალე უნდა შევხვდეთ, უსინდისო ვიყო ერთი სული მაქვს დეტალებზე ვილაპარაკო" - თქვა შეხვედრიდან გამოსულმა ალეკო ელისაშვილმა.აქვე მოქალაქეების დამფუძნებელმა თქვა, რომ პასუხს გასცემს მათ, ვინც იკითხა შედის თუ არა ელისაშვილი პარლამენტში.