ნატალია ილიჩოვა - სასამართლო სრულად მოქცეულია პოლიტიკური გავლენების ქვეშ
დღეს, უფლებადამცველებმა, კარტოგრაფების საქმეზე დაკავებული ნატალია ილიჩოვა მოინახულეს და საქმის მასალები გააცნეს.
ნატალია ილიჩოვას უფლებადამცველი ამბობს, რომ ილიჩოვას თქმით სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება პოლიტიკურია. მისივე თქმით, საქმესთან დაკავშირებით უნდა გამოიკითხოს ირაკლი ღარიბაშვილიც.
შეგახსენებთ, მოსამართლემ, პაატა სილაგაძემ დაუშვებლად ცნო ადვოკატების სარჩელი, რომლითაც ისინი პირველი ინსტანციის მიერ აღკვეთის ღონისძიების სახით კარტოგრაფების პატიმრობაში დატოვებას ასაჩივრებდნენ.
სააპელაციო სასამართლოს მიერ პატიმრობაში დატოვებული ნატალია ილიჩოვასა და ივერი მელაშვილის უფლებადამცველების შეფასებით, გადაწყვეტილება პოლიტიკურად მოტივირებული და უსაფუძვლოა, რადგან გამოძიებას კარტოგრფების წინააღმდეგ საჭირო მტკიცებულებები არ აქვს.
აქვე, კარტოგრაფების საქმის ადვოკატები სალომე ზურაბიშვილის და სხვა თანამდებობის პირების დაკითხვასაც ითხოვდნენ, მათ შორისაა ირაკლი ღარიბაშვილი, თუმცა ბრალდების მხარე მაღალჩინოსნებით არ ინტერესდება.
საქალაქო სასამართლომ 30 ნოემბერს 214 ადამიანის თავდებობა არ გაითვალისწინა და დაკავებული მეცნიერები: ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა წინასწარ პატიმრობაში დატოვა.

"უფრო მეტად გააძლიერა სასამართლოს გადაწყვეტილებამ, როდესაც მან არ დააკმაყოფილა შუამდგომლობა აღკვეთის ღონისძიების შეცვლასთან, თავდებობასთან დაკავშირებით, მან დაინახა, რომ სასამართლო სრულად მოქცეულია პოლიტიკური გავლენების ქვეშ, უნდა გამოიკითხოს ირაკლი ღარიბაშვილი, თუმცა ყველანაირად თავს არიდებენ, კითხვის ნიშნის ქვეშ დგება უშუალოდ ივანიშვილის მონაწილეობაც ამ საქმეში" – ამბობს ნატალია ილიჩოვას ადვოკატი ნესტან ლონდარიძეადვოკატები ამბობენ, რომ სასამართლოს უსამართლო გადაწყვეტილებას სტრასბურგის სასამართლოში გაასაჩივრებენ.