07/12/201 802 ნახვა წყარო: mtavari.tvფოტო: mtavari.tv

ნიკა გვარამია - ხალხისგან ფარულად თანხმდებით ჯერ ერთმანეთთან და მერე - "ოცნებასთან"

 "მთავარი არხის" გენერალური დირექტორი ოპოზიციას მიმართავს, გაასაჯაროვონ თუ რაზე მიდის "ქართულ ოცნებასთან" მოლაპარაკებები. ნიკა გვარამია ასევე მოუწოდებს პოლიტიკოსებს, "დაიშვას მედია ოპოზიციის საერთო შეკრებებზე". 
"ღიად და პირდაპირ მივმართავ ოპოზიციას: რას ნიშნავს დაუსრულებელი არგასაჯაროება და დამალვა, რაზე მიდის მოლაპარაკებები?
რატომ გვამკითხავებთ, ვინ შედის, ვინ არა, ვინ რაზე თანახმაა, ვინ რისი წინააღმდეგია? თუ თქვენ ვერ ხვდებით, მე გეტყვით: ახლა მიმდინარეობს ოპოზიციის ოცნებიზაცია - ჯერ იმათმა მოგვპარეს ხელისუფლება და ახლა ზუსტად იგივეს აკეთებთ თქვენ - გვპარავთ სიმართლეს და მასთან ერთად ხელისულფებას, ხალხისგან ფარულად თანხმდებით ჯერ ერთმანეთთან და მერე - ქართულ ოცნებასთან.
გახსოვდეთ, ხელისუფლება წაგვართვეს ჩვენ - ხალხს, და არა თქვენ - ოპოზიციურ პარტიებს. თქვენ წარმოადგენთ ხალხს და არა საკუთარ თავს და საკუთარ ინტერესებს. კეთილი ინებეთ და ჩვენც გაგვაგებინეთ რაზე მიდის შეთანხმება/მოლაპარაკებები.
მთავარი არხის სახელით მოვითხოვ (იმედია, სხვა მედიებიც შემოგვიერთდებიან),
 გასაჯაროვდეს, რაზე მიდის მოლაპარაკებები და რატომ დაემსგავსა ეს ყველაფერი ვაჭრობას;
 დაიშვას მედია ოპოზიციის საერთო შეკრებებზე და მოხდეს პირდაპირი ტრანსლირება, რათა გაირკვეს, ვინ შედის, ვინ რაზეა თანახმა, ვინ უგორებს კოჭს ივანიშვილს და ვინ იცავს ხალხის პოზიციას." - წერს ნიკა გვარამია ფეისბუქზე. 
share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება
Georgian Bread