06/12/202 280 ნახვა წყარო: radiotavisupelba.geფოტო: radiotavisupelba.ge

პოლონეთის ელჩი საქართველოში: გაოცებას იწვევს - საქართველო ევროკავშირის ფულით ჩინეთთან თანამშრომლობს

პოლონეთის ელჩი საქართველოში, მარიუშ მაშკიევიჩი გაოცებას გამოხატავს საქართველოს ხელისუფლების მიერ გზებისა და გვირაბების სამშენებლო პროექტებისთვის ჩინური კომპანიების მოწვევის გამო. Forbes Georgia-სთან და BMG-ისთან ინტერვიუში ელჩი აცხადებს, რომ პოლონეთს ამ სამუშაოს უკეთესად შესრულება შეუძლია - "მაინტერესებს, რატომ იწვევს საქართველო აქ ჩინურ კომპანიებს გზების მშენებლობისთვის. ჩვენ ისეთი გვირაბების მშენებლობა შეგვიძლია, რომლებიც ჩინურზე უკეთესია".

მარიუშ მაშკიევიჩი განმარტავს ასევე, რომ ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის გამოყოფილ თანხას საქართველო ძირითადად ევროკავშირის ქვეყნებიდან იღებს და ამიტომ, საქართველოს მთავრობის მიერ ჩინური კომპანიების დაქირავება არა მხოლოდ მას, არამედ სხვებსაც აოცებს ევროკავშირის ელჩების კლუბში.

ელჩის შეფასებით, სამუშაოს შესრულებისას გადამწყვეტ როლს უნდა ასრულებდეს არა ფასი, არამედ - ხარისხი და ევროპის ქვეყნებს შეუძლიათ საქართველოსთვის მაღალ ხარისხთან შესაბამისი „საიმედო“ ფასის შეთავაზება.
„ჩინური კომპანიები გვთავაზობს ყველაზე დაბალ ფასს, და ყველაზე მიმზიდველ პირობებს. ისინი აშენებენ მათი მეთოდით, არ ვამბობ იმას, რომ რაც ჩინურია, ცუდია. თუმცა, ფასი არის უფრო კარგი შეფასების კრიტერიუმი?
თანხების უმრავლესობა მოდის ევროკავშირიდან, კონკრეტულად ევროპის საინვესტიციო ბანკიდან, რომლითაც საქართველო სარგებლობს. ჩვენ, ევროკავშირის ელჩების კლუბი საქართველოში, ცოტათი გაოცებულები ვიყავით, როდესაც აღმოვაჩინეთ, რომ ევროკავშირის თანხებით, საქართველომ ჩინეთთან თანამშრომლობა გადაწყვიტა. რატომ?
ჩვენ ძალიან კარგი კომპანიები გვყავს ავსტრიაში, გერმანიაში, პოლონეთში. ჩვენ შეგვიძლია შევთავაზოთ მაღალი ხარისხი საიმედო ფასად", - აცხადებს ინტერვიუში პოლონეთის ელჩი საქართველოში, მარიუშ მაშკიევიჩი .

share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 100

SOPHIE KVANTALIANI

(908) 240-2610
, NJ
  • 80

Guest House Restaurant

(718) 891-3111
Brooklyn, NY
  • 100

ია შუბითიძე

(706) 242-7354
Cumming, GA
  • 100

Tatyana Edwards-Behar

(619) 699-5875
San Diego, CA
  • 80

Sendex

(929) 442 1252
Brooklyn, NY