04/12/201 280 ნახვა წყარო: ipn.geფოტო: ipn.ge

მარია ზახაროვა - ნატო უკრაინასა და საქართველოს თავისკენ ექაჩება და ერთობლივი წვრთნებისა და მანევრების დროს რუსეთის წინააღმდეგ წვრთნის

მოსკოვი შეშფოთებულია შავი ზღვის რეგიონში ნატო-ს სამხედრო აქტიურობით, - რუსული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა მარია ზახაროვამ განაცხადა.
“ბულგარეთსა და რუმინეთში ინფრასტრუქტურის მოდერნიზება ხორციელდება და მათ ტერიტორიებზე თავდასხმითი იარაღის განთავსება ხდება. სამხედრო წვრთნების სცენარი კი რუსეთის ტერიტორიაზე თავდასხმასაც მოიცავს,” - განაცხადა ზახაროვამ.მისი თქმით, ეს ყველაფერი მოსკოვს შეშფოთების საფუძველს აძლევს.
“ეს სერიოზულ შეშფოთებას იწვევს. ჩვენ იძულებულნი ვართ გავითვალისწინოთ ალიანსის მზარდი სამხედრო საქმიანობა. შავი ზღვის რეგიონს სანაპირო ქვეყნების ძალების საშუალებით მშვიდობის შენარჩუნების საკუთარი გამოცდილება აქვს. ახალი აქტორის გამოჩენა, რომელიც საუკეთესო განზრახვით არ არის მოსული, არყევს რეგიონალურ სტაბილურობას,“ - აღნიშნა ზახაროვამ.
რუსული მედიის ინფორმაციით, საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა ხაზი გაუსვა, რომ ნატო უკრაინასა და საქართველოს თავის საქმიანობისკენ ექაჩება და ერთობლივი წვრთნებისა და მანევრების დროს რუსეთის წინააღმდეგ წვრთნის.
share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 0

Oda House

(646) 998-5152
New York, NY
  • 0

Larisa Tenberg

(215) 713-6464
PHILADELPHIA, PA
  • 100

SOPHIE KVANTALIANI

(908) 240-2610
, NJ
  • 80

წმ. დავითის სახელობის მონასტერი

Hanover Township, PA
  • 0

ბევრი

(650) 384-6500
Palo Alto, CA