02/12/201 528 ნახვა წყარო: ipn.geფოტო: ipn.ge

თენგიზ ცერცვაძე - „რემდესივირის” გადასხმიდან მეორე დღეს დაიწყო ჩემი მდგომარეობის გაუმჯობესება

არ შეიძლება, რომ კრიტიკა, უკმაყოფილება მოდიოდეს ნებისმიერ შემთხვევაში - როდესაც მე ვიყავი ინიციატორი ქვეყანაში „რემდესივირის“ შემოტანის, ძალიან ბევრი კრიტიკოსი გამომიჩნდა, რატომ შემომქონდა მედიკამენტი, რომელიც ყველას მიერ არ არის მოწონებული; ახლა წამოვიდა მეორე კრიტიკა, რატომ აღმოჩნდა თენგიზისთვის და არ არის სხვებისთვის, - ამის შესახებ ინფექციური პათოლოგიებისა და შიდსის ცენტრის დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა.
როგორც ცერცვაძემ აღნიშნა, მედიკამენტი საქართველოში ხელმისაწვდომი დაახლოებით ორი კვირის ვადაში იქნება.
„მე ორმაგად რისკის ჯგუფს მივეკუთვნები, ასაკთან ერთად მაქვს თანმხლები დაავადება არაჰოჯკინის ლიმფომა გამოხატული იმუნოდეფიციტით. შეიძლება ითქვას, რომ ეს ის მდგომარეობაა, რომელიც ყველაზე მაღალი რიკის ჯგუფია კოვიდავადმყოფებისთვის, რამეთუ არსებობს რისკი დაავადების ძალიან აგრესიულად წასვლის და მძიმე გამოსავლის. საბედნიეროდ, მე ამას გადავურჩი. დაიწყო ვირუსი ყელის ტკივილით, ცხელებით, ხველით და იყო როგორც მოსალოდნელია იმუნური სისტემის მკვეთრი გაუარესება. 14-ში აღმომაჩნდა ვირუსი და 16-ში დაიწყო იმუნური სისტემის გაუარესებს. ოთხ დღეში ეს მაჩვენებელი კრიტიკულ ზღვრამდე ჩამოვიდა. რომ არა ზომების მიღება, მას შესაძლოა, მოჰყოლოდა ცუდი შედეგები, ამ დროს მივიღე გადაწყვეტილება, რომ გადამესხა ანტივირუსული მედიკამენტი „რემდესივირი“, რომელიც სადღეისოდ ერთადერთი მედიკამენტია, რომელიც რეკომენდებულია ამერიკის ჯანდაცვის ნაციონალური ინსტიტუტების გაიდლაინით, მაგრამ მას ყველა ერთნაირად არ აფასებს. მაგალითად, ჯანმო-ს კვლევებით ითვლება, რომ ეს მედიკამენტი ეფექტური არ არის. საქართველოში ეს პრეპარატი შემოტანილი ჯერ არ არის. ხელშეკრულება გაფორმებულია და დაახლოებით, 10 დღეში 2 კვირაში იქნება ხელმისაწვდომი. „რემდესივირის” გადასხმიდან მეორე დღეს დაიწყო ჩემი მდგომარეობის გაუმჯობესება და 5 დღეში ჩემმა იმუნურმა სისტემამ საწყის ზღვარს მიაღწია. მე ვერ ვამტკიცებ, რომ ეს ყველაფერი დაკავშირებულია „რემდესივირთან“, რადგან ერთი ადამიანით ამის მტკიცება შეუძლებელია. ფაქტია, რომ ჩემზე ასე იმოქმედა.
არ შეიძლება, რომ კრიტიკა, უკმაყოფილება მოდიოდეს ნებისმიერ შემთხვევაში. როდესაც მე ვიყავი ინიციატორი ქვეყანაში „რემდესივირის“ შემოტანის, ძალიან ბევრი კრიტიკოსი გამომიჩნდა, რატომ შემომქონდა მედიკამენტი, რომელიც ყველას მიერ არ არის მოწონებული. მე ჩემს თავზე შემიძლია გადაწყვეტილების მიღება, თუნდაც ჯანმო-ს მიერ უარყოფილი მედიკამენტი გავიკეთო, თუ მე მისი მწამს. ახლა წამოვიდა მეორე კრიტიკა, რატომ აღმოჩნდა თენგიზისთვის და არ არის სხვებისთვის. ეს არ იყო სახელმწიფო მარაგიდან, მედიკამენტი ჯერ არ შემოსულა. გუშინწინ მოეწერა ხელი, ჩემი გაჯანმრთელების მერე დადგენილებას და მედიკამენტი დაახლოებით, ორ კვირაში შემოვა. მე მეგობრებმა გამომიგზავნეს უცხოეთიდან და ეს ვის შეუძლია შეზღუდოს, თუკი პაციენტს და მითუმეტეს ექიმს სწამს ამ მედიკამენტის, რატომ უნდა იყოს კრიტიკის საგანი?!“ - განაცხადა ცერცვაძემ.

share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 60

SOPHIE KVANTALIANI

(908) 240-2610
, NJ
NO IMAGE
  • 60

ლია ბარნაბიშვილი

(718) 490 3179
,
  • 100

TONE CAFÉ

(718) 332-8082
Brooklyn, NY
  • 0

წმ.გრიგოლ ხანძთელის სახელობის ეკლესია

(224) 650-0238
Manville, NJ
  • 60

Sendex

(929) 442 1252
Brooklyn, NY