ნიკა გვარამიას სასამართლო პროცესთან ერთად, ნიკა მელიას პროცესიც გადაიდო
"ნაციონალური მოძრაობის" ერთერთი ლიდერი, ნიკა მელია, Facebook-ზე წერს, რომ გუშინ ჩანიშნული მისი სასამართლო პროცესი გადაიდო.
"ადვოკატს დაურეკეს სასამართლოდან. პროცესი გადაიდოო. მიზეზად - კორონა ვირუსი დაასახელეს", - ვკითხულობთ პოსტში.